ტურიზმი გორში - პოტენციალი და პრობლემები

ხალხის ხმა Written by  კვირა, 21 აპრილი 2019 07:02 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნუგზარ კოჭლაშვილი

შიდა ქართლის რეგიონის განვითარებისათვის ერთ–ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ტურიზმის განვითარების პრობლემა. შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალი, ჩვეულებრივ, მხარეში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ–ისტორიული თუ რელიგიური ღირებულების მქონე ძეგლების სიმრავლეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, რეგიონის გრძელვადიანი განვითარებისათვის აუცილებელია ტურისტული პოტენციალის გაზრდა.

იმისათვის, რომ ტურისტების ნაკადი გაიზარდოს, აუცილებელია სხვადასხვა კოპლექსური მიდგომების გამოყენება. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ აუცილებელია რეგიონში არსებული სხვადასხვა ისტორიული თუ კულტურული დანიშნულების მქონე ობიექტებიდან მიღებული შემოსავალი შევიდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში და მოხმარდეს რეგიონის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკური საჭიროებებს. შიდა ქართლის რეგიონში თვალსაჩინოა, ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც მთლიანად რეგიონის განვითარების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს. კერძოდ, რეგიონში ძალიან მცირეა კერძო ტურისტული სააგენტოების რაოდენობა, დაბალია კოორდინაციის ხარისხი დედაქალაქში არსებულ ტურისტულ სააგენტოებსა და რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს შორის. ასევე გასაუმჯობესებელია ტურისტული ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს ტურისტული ობიექტების დათვალიერებაზე არსებული ტარიფების ერთიან რეგულაციაში მოქცევა. ტურიზმის განვითარება თავის მხრივ შემოსავლების ზრდისა და მოსახლეობის დასაქმების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კერძოდ, ჩვენი რეგიონის ტურიზმისთვის აუცილებელია კვებისა და დასვენების ობიექტების შექმნა, საოჯახო ტიპის სასტუმროების ხელშეწყობა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შიდა ქართლში არსებულ კულტურულ ძეგლებთან ტურისტული ცენტრების შექმნა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიმართულებით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს და დამატებით სტიმულს შექმნის სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გასაღებისათვის.

აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა გამოიჩინონ სათანადო ინიციტივები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების წინაშე, რათა შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა სახელმწმიფო სტრუქტურის მართვაში არსებული ტურისტული ობიექტების მოვლა–პატრონობის საქმეში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, რაც შესაძლებელს გახდის აღნიშული ობიექტებიდან მიღებული შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართვას და ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებას.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს მთლიანად რეგიონის მასშტაბით ტურისტული ობიექტების სათანადო აღრიცხვა და სისტემატიზაცია, რის შემდეგაც დაისახება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშული ობიექტების სათანადო შესწავლას და შემდგომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

შიდა ქართლის ეკონომიკური განვითარებისთვის ტურიზმი არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, რომლის სათანადო განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება მთლიანად რეგიონის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1797 times Last modified on ორშაბათი, 22 აპრილი 2019 09:33

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი