ველოსიპედი, როგორც მერაბ ჭანკოტაძის ყოველდღიურობის ნაწილი

Rate this item
(0 votes)

უვე წლებია, გორის თეატრში მუშაობს მსახიობი და რეჟისორი, რომელსაც მეგობრების ჩამოთვლას თუ სთხოვთ, სიის სათავეში თავის გერმანული ფირმის „მაკკენზის“ ველოსიპედს დაასახელებს. მერაბ ჭანკოტაძისთვის ველოსიპედი ცხოვრების ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორიც სახლი, სამეგობრო და სამუშაო.

 

„მყავს შვილები, შვილშვილები და ასევე, მყავს ველოსიპედი“, - ამბობს მერაბი.

55 წლის მსახიობისთვის, ველოსიპედი საუკეთესო საშუალებაა სტრესის მოსახსნელად და ფორმაში ყოფნისთვის. ყველა ვინც ქალაქში ველოსიპედით დადის, მსახიობს ახლობელი და ნათესავი ჰგონია.

მერაბს პირველი ველოსიპედი დედამ უყიდა. ამბობს, რომ ამ საჩუქრის მიღების თანმდევი ემოციები დღემდე ახსოვს.

„პირველი ველოსიპედი დედამ მაჩუქა. ახლანდელი კი, ასე 4-5 წლის, წინ ჩემმა მეგობრებმა ზაზა და მაია ადუაშვილებმა მაჩუქეს. მამის ნაქონი ველოსიპედია. პირველი, რაც გავაკეთე დავუმაგრე კალათა“, - გვეუბნება მერაბი, რომელსაც მეგობრებისგან მიღებული ველისიპედით გორში ხშირად შეხვდებით.

მსახიობი ფიქრობს, რომ ამით ველოსიპედის, როგორც გადაადგილების საშუალების პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს.

„ადამიანებს მიბაძვის ინსტიქტი მძაფრად გვაქვს განვითარებული. ეს არ არის კარგი. ყველა ერთმანეთს გავს. ბავშვობიდან ჩემი ხელწერა მქონდა და გამორჩეული ვიყავი. ევროპაში მინისტრები დადიან ველოსპედით, ჩვენთან კი ხედვების გამო ადამიანებს ქუჩაში ველოსპედით გამოსვლა ერიდებათ“.

რადიო „მოზაიკასთან“ საუბარში მერაბი მსახიობ მერაბ ნინიძის იმ სიტყვებსაც იხსენებს, რომლიც მის სათქმელს ამბობს.

„ცნობილ მსახიობსა და კურსელ მერაბ ნინიძეს უთქვამს, ყველას რატომღაც ჰგონია, რადგან წარმატებული ვარ, აუცილებლად კარგი ავტომობილი უნდა მყავდეს. არადა, მართვის მოწმობაც კი არ მაქვს. სულ მგონია, რომ ეს სიტყვები ჩემი ნათქვამია“.

მსახიობი, რომელმაც ველოსიპედი ცხოვრების ნაწილად იქცია, საბავშვო სტუდიის „ცანგალას“ დამფუძნებელიცაა.

Read 360 times Last modified on შაბათი, 27 აპრილი 2019 09:21

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი