მსახიობი, რომელიც დღესასწაულებს ქმნის

Rate this item
(0 votes)

"ჩემი ყოველდღიური ცხოვრება თითქმის ერთნაირია.თეატრი და პარალელურ რეჟიმში - ფეისბუქი", - გვეუბნება კობა კოპაძე.

გორის თეატრის მსახიობს, კობა კოპაძეს დღესასწაულის შემქმნელს ეძახიან. თეატრის ყველა თანამშრომლის დაბადების დღე ზეპირად იცის. იუბილეს კი მათ თეატრის სტენდზე გამოქვეყნებული ტექსტით და სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს.

"ჩემი ყოველდღიური ცხოვრება თითქმის ერთნაირია.თეატრი და პარალელურ რეჟიმში ფეისბუქი. ღამეებს მათენებინებს და მასზე დამოკიდებული ვარ.ოღონდ ვხედავ და ვგრძნობ, ადამიანებს მოსწონთ ჩემი ასეთი აქტიურობა,“

6 წლის განმავლობაში, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კობას თეატრის რომელიმე თანამშრომლისთვის მილოცვა დავ​იწყებოდა. დაბადების დღის მილოცვა ხვდებოდა ყველას - მსახიობს, კაპელდინერს, გარდერობის გამგეს თუ დარაჯს. კობას წამოწყება სხვა თეატრის ადმინისტრაციებმაც გაიზიარეს და საკუთარი თანამშრომლებისთვის დაბადების დღის მილოცვა საჯაროდ, სოციალური ქსელების საშალებით დაიწყეს.

"არათავმდაბლურად ვიტყვი რომ ეს ჩემი დამსახურებაა. მე უბრალოდ მიხარია, ჩემი ყურადღებით ადამიანების გაბედნიერება". - ამბობს კობა.

როგორც თავად ამბობს, თეატრით და სოციალური ქსელით ცხოვრობს. რეგულარულად აქვეყნებს მიმდინარე სპექტაკლების შესახებ ინფორმაციას.ასევე აქვს კარგი არქივი და არც ძველ სპექტაკლებს ავიწყებს ვირტუალურ მეგობრებს

"მეკითხებიან თეატრის პიარში ხომ არ მუშაობ პარალელურადო. ეს ჩემი სურვილია, რომ საყვარელი თეატრი და საქმე ბევრ ადამიანს გავაცნო. თუ ვინმემ დამავალა, ან არ ვაკეთებ, ან ისე უგულოდ, რომ მეორედ აღარ მეუბნებიან".

კობა ამბობს, რომ, ადამიანის გახარება მოსწონს.

"ვისაც ფეისბუქი არ აქვს, თეატრის სტენდზე ვუტოვებ მილოცვას, რომ დილით ნახოს და გაუხარდეს. დღესასწაულის შემქმნელის სტატუსი ცოტა ზედმეტი მგონია. მე უბრალოდ მიხარია ჩემი ყურადღებით ადამიანების გაბედნიერება.“

Read 411 times Last modified on სამშაბათი, 07 მაისი 2019 07:40

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი