რა გვჭირდება გორელ ახალგაზრდებს?

ხალხის ხმა Written by  ოთხშაბათი, 08 მაისი 2019 10:02 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ მახვილაძე , გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლე

გორში ახალგაზრდებისგან ხშირად მოისმენთ შემდეგ ფრაზებს ,,ახლა გარეთ რომ გავიდე რა გავეკეთო“, ,,სად გავერთო“ და სხვა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ზაფხულში ხდება. მაშინ, როდესაც ქუჩები, წესით, ახალგზარდებით სავსე უნდა იყოს, მოძრაობა 7-8 საათზე წყდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება და დარწმუნებული ვარ, ყველა ახალგზარდა სახლში ტელეფონს მიჯაჭვულია ან საათობით თამაშობს კომპიუტერთან, რასაც მშობლები ხშირად გვიშლიან.

 

მე, როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ მომოწონს. არ მომწონს ისიც, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ხმას არ იღებს, არ აპროტესტებს და ჩვეული რიტმით, პასიურად, ყოველგვარი ინტერესის გარეშე განაგრძობს ცხოვრებას და როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მხოლოდ კომპიუტერს, ტელევიზორსა და მობილურით თამაშს სჯერდება.

ვფიქრობ, ამ პრობლემაზე, როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისე თავად ახალგაზრდებმა უნდა იფიქრონ.

და მაინც, რა არის ის მინიმალური, რომელიც ახალგაზრდებს დროის ხალისიანად და სასიამოვნოდ გასატარებლად სჭირდებათ.

ხშირად პროექტების, ტრენინგებისა თუ შეხვედრების მიმდინარეობისას გამიგონია რა სურთ ჩემს თანატოლებს. ესენია:

  1. კლუბი
  2. სივრცე, რომელიც იქნება აღჭურვილი თანამედროვე რესურსებით-ტექნიკა, ავეჯი (პუფი, მაგიდები), წიგნები და სხვა,
  3. საცურაო აუზი.
  4. კეთილმოწყობილი სპორტ დარბაზი ჯანსაღი ცხოვრებისთვის
  5. თანამედროვე კინოთეატრი კინოსთვის, რომელიც ასე ძალიან გვიტაცებს ახალგაზრდებს.

გარდა ამ მცირე ჩამონათვალისა, არის კიდევ სხვა უამრავი, რაც ახალგაზრდების კონკრეტული ჯგუფის მოთხოვნილებაა.

მაგრამ საინტერესოა, ეს ყველაფერი როგორ უნდა გაჩნდეს ქალაქ გორში, რომელშიც ახალგაზრდებისთვის სტალინის ბაღის, ახალბაღისა და უბნის ეზოების გარდა თავშესაყრელი ადგილი არ მოიძებნება?

პრობლემის აღმოფხვრისთვის, რაღა თქმა უნდა, ფინანსური რესურსებია საჭირო, საჭიროა ადგილობრივი ბიზნესის ყურადღების გადმოტანა ახალგაზრდულ საკითხებზე, გორში თუ არ არის აუზი, თუ არ არის თანამედროვე კინოთეატრი, ახალგაზრდული სივრცე, ეს ახალგაზრდების ბრალი არ არის, რადგან ჩვენ ჩვენი ასაკის გამო ზოგჯერ არ გვენდობიან, იქნებ თვლიან, რომ აქცენტებს სწორად არ ვსვამთ?. ამით ჩვენი ინტერესიც უმეტეს წილად კვდება და პრობლემების აცილების მიზნით, სტერეოტიპებისა თუ უცნაური შეხედულებების გამო, საზოგადოებაში საკუთარი აზრის გამოხატვაზე უარს ვამბობთ.

ალბათ, ყველა ახალგაზრდას ჰგონია, რომ მათი გართობისთვის უნდა იზრუნოს მერიამ, საკრებულომ და ა. შ, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზა სხვაგვარია.

საჭიროა ერთად დადგომა და მეტი გამოხატვა მეტი პროგრესისთვის. რაც უფრო მეტად გავაჟღერებთ ჩვენს საჭიროებებს, ჩვენს იდეებს, ინიციატივებსა თუ სხვა, რაც უფრო მეტად ვეცდებით რომ დავანახოთ კონკრეტულ ადამიანებს, რომ ჩვენში რესურსის ჩადება, გამოიწვევს ჩვენი ხედვის, უნარების განვითარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია, მით უფრო სწრაფად მივაღწევთ დასახულ მიზანს და პრობლემაც გაქრება.

მოკლედ, რომ შევაჯამო პრობლემის აღმოსაფხვრელად, ისევ და ისევ ახალგაზრდების შრომა და აქტიურობაა საჭირო, რათა მათ საჭიროებებზე გაიგონ ორგანიზაციებმა, კერძო სექტორმა, შესაბამისმა ორგანოებმა. ამ ყველაფრის განხორიელებაში ჩემ მიერ ჩამოთვლილ დაწესებულებებს მხარს ყველა დაუჭერს, როგორც ხელისუფლების ორგანოები, ისე ჩვენი მშობლები, თანატოლები.

დასასრულ, გეტყვით იმასაც, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა ერთ-ერთი უმთავრესია მუნიციპალიტეტში, რადგან სწორედ თავშეყრის ადგილებში იხსნება ადამიანი, თავისუფლად ახერხებს საკუთარი აზრის გაზიარებას სოციუმთან, აქ სწავლობს კომუნიკაციას, სხვათა აზრის პატივისცემას, ხდება ტოლერანტი, იაზრებს მოქალაქის ღირებულებებს და სხვ.  

ჩემი დიდი სურვილია ქალაქი გორი, გახდეს ფერადი, ლაღი ქალაქი, რომელშიც შევხვდებით ლაღ ახალგაზრდობას, რომელიც გართობის მიზნით არ ტოვებს საუთარ სახლს. არამედ პირიქით რჩება და სხვა, უმცროს თაობებს თავადვე მოუწოდებს აქტიურობისთვის და აძლევს მოტივაციას, უამბობს, რომ   თითოეული ჩვენგანი შეიძლება იყოს ის, ვინც ჩვენს ქალაქს გაალმაზებს და შეცვლის უკეთესობისკენ.

 

 

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

 

 

 

Read 2100 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი