Back to Top
ორშაბათი, 13 მაისი 2019 12:57

პეტრე ბაგრატიონი - ვის სახელს ატარებს გორში ერთ-ერთი ქუჩა

პეტრე ბაგრატიონი 1765 წელს დაღესტანში დაიბადა. იგი წარმოშობით ქართველი ბაგრატიონთა გვარიდან იყო. ისტორიულ წყაროებში იხსენიება, როგორც 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის გმირი. 

ბაგრატიონი , ასევე მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 

იგი ჩართული იყო რუსეთ-ოსმალეთის ბრძოლაშიც. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა. იგი მამიდასთან, სოფელ სიმში გადაიყვანეს, გზაში მან გაიგო მოსკოვის აღების ამბავი და ასეთი წერილი მისწერა როსტომჩინს: 

“მშვიდობით, ჩემო პატივცემულო მეგობარო! მე მოვკვდები არა ჭრილობით, არამედ მოსკოვით“.

პეტრე ბაგრატიონო 1812 წელს სოფელ სიმში გარდაიცვალა. 

ბაგრატიონის სახელს ატარება რუსეთში ერთ-ერთი ხიდი. ასევე არსებობს მისი სახელობის მეტრო სადგური “ბაგრატიონოვსკაია“. 

პეტრე ბაგრატიონის ძეგლი თბილისსში 1984 წელს დადგეს. მისი სახელბისაა ქუჩები საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის გორშიც.