როგორ უნდა გავხადოთ გორი ადაპტირებული ქალაქი

ხალხის ხმა Written by  ორშაბათი, 20 მაისი 2019 08:08 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თინა ბრეგვაძე, "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი

მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც დღეს განსაკუთრეებით მტკივნეულია შშმ პირებისა და მათი ოჯახებისთვის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საუთ სეგმენტს წარმოადგენს ჩვენს საზოგადოებაში. მე მინდა მათთთვის ჩვენს ქალაქში შეიქმნას ისეთი გარემო, რომ მათი უფლებები ყველგან იყოს დაცული და ყველაფერი ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის.

პირველ რიგში, ჩვენს ქალაქში მინდა დადიოდეს ადაპტირებული სამოქალაქო ტრანსპორტი, რომელიც ყველა სახის შშმ პირთათვის იქნება გადაადგილებისთვის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით კი ეტლით მოსარგებლეებისთვის და იმ მშობლებისთვის, ვისაც ეტლით უწევთ ბავშვების გაყვანა სახლიდან. მათთვის ტრანსპორტირება ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. თქვენ იცით, რომ თბილისში ჩამოიყვანეს ასეულობით ადაპტირებული ავტობუსი. რატომ არ შეიძლება იმ ავტობუსებიდან თუ ზუგდიდს გადაეცა 4 ადაპტირებული მიკრო ავტობუსი, გორს ორი მიკრო-ავტობუსი მაინც მისცენ. ამაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. ადაპტირებული ტრანსპორტი შშმ პირებს საშუალებას მისცემს გამოვიდნენ საზოგადოებაში, მიიღონ განათლება, იმუშაონ, იარონ სპორტზე და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

მინდა გორი გახდეს ყველასთვის საყვარელი და ხელმისაწვდომი ქალაქი კარგად ადაპტირებული თავისი ქუჩებით, ტროტუარებით, მაღაზიებით თუ კვების ობიექტებით; არ იყოს ტროტუარები გადაკეტილი მანქანებით, სამედიცინო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის პირებს შეეძლოთ დამოუკიდებლად შესვლა და მომსახურების მიღება.

მინდა ჩვენს ქალაქში იყოს სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ პირებისათვის და ბავშვებისათვის, რათა მოხდეს მათი მკურნალობა-რეაბილიტაცია ადგილზე. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ გორში გაიხსნებოდა რეაბილიტაციის ცენტრი, რომელსაც დააფინანსებდა პოლონეთის საელჩო, მაგრამ ეს პროექტი სამწუხაროდ შეჩერდა და ჩვენს მშობლებს ისევ თბილისში უწევთ ბავშვების წაყვანა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მათთვის პრობლემას წარმოადგენს.

შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე იმიტომ ვამახვილებ მეტ ყურადღებას, რომ მათ მეტი პრობლემები აქვთ. თუ მათი პრობლემები მოგვარდება თავისთავად გვარდება სხვა პრობლემებიც.

აუცილებელია გორის სპორტულ სკოლაში გაიხსნას შშმ პირთათვის ფიზიკური განვითარების სპორტული წრეები, როგორიცაა, მკლავჭიდი, მშვილდი, წოლ-მჭიდი, სადაც ახალგაზრდა შშმ პირები მივლენ და ივარჯიშებენ შესაძლებლობების მიხედვით და გამოავლენენ თავიანთი შესაძლებლობებს. თქვენ იცით რომ ჩვენ გვყავს მსოფლიო ჩემპიონები - ირმა ხეცურიანი, ნინო საბაშვილი, მარინა ფუტკარაძე და უამრავი სხვა, რომელებმაც ასახელესჩვენი ქვეყანა. ჩვენც გვინდა რომ აქ ადგილზე სპორტსკოლაში ჰქონდეთ მათ ვარჯიშის შესაძლებლობა და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებებში და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

გარდა ამისა, მინდა გაიხსნას გორში მაღაზია-სალონი, სადაც შშმ პირთა ნამუშევრები გაიყიდება. ამით შშმ პირებს გაუჩნდებათ შემოსავალი და სურვილი იმისა რომ კიდევ მეტი გააკეთონ და სხვაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი.

აი, ასეთი, ყველანაირად ადაპტირებული და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი მინდა გახდეს ჩვენთვის ყველასთვის ლამაზი და საყვარელი ქალაქი გორი.

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

Read 349 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი