Back to Top
ორშაბათი, 20 მაისი 2019 12:41

ელისაბედ ჩერქეზიშვილი - ვის სახელს ატარებს გორის ერთ-ერთი ქუჩა

გორში ერთ-ერთი ქუჩა ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელს ატარებს.

ელისაბედი 1863 წელს გორის რაიონ სოფელ კოშკაში დაიბადა. ის იყო საქართველოს სახალხო არტისტი და საზოგადმო მოღვაწე.

20-იან წლებში მსახიობად მუშაობდა რუსთაველის თეატრში, ხოლო 1932 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

მან შექმნა დაუვიწყარი თეატრალური სახეები: ნენე (ზურაბ ანტონოვის - "მზის დაბნელება საქართველოში"), ხორეშანი (შალვა დადიანის - "ჩატეხილი ხიდი") და სხვები.

ელისაბედს საინტერესო როლები აქვს შესრულებული კინოშიც, მაგალითად: "ხანუმა" "ორი მონადირე", "ქალი გაღმა", და "გიორგი სააკაძე“.

ამავე თემაზე: ელისაბედის წარმატებული სამსახიობო კარიერა და თანმდევი ტრაგედიები