სპორტული მოედნები, როგორც ფიზიკური და პიროვნული განვითარების საშუალება

ხალხის ხმა Written by  შაბათი, 01 ივნისი 2019 08:59 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: შოთა ჩილინდრიშვილი

ჩემი ბავშვობა 90-იან წლებში ძალიან ბედნიერად მიმდინარეობდა და ამის მიზეზი არა მარტო ჩემი მშობლების ძალისხმევა იყო, არამედ ის ერთადერთი სპორტული მოედანიც იყო, რომელიც ჩემი და უფროსი თაობის მონდომებით აღიჭურვა. სადაც კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, ყოველ დღე ერთად იკრიბებოდა სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი და თამაშობდა ფეხბურთს. ამ ასფალტის მინი ფეხბურთის მოედანზე არა მარტო ფეხბურთსა და ჯანსაღ კონკურენციას ვსწავლობიდით, არამედ ურთიერთობებსა და დამოკიდებულებებს თანატოლებისა და უფროსების მიმართ. ვსწავლობდით მარცხთან შეგუებას და გამარჯვებისათვის ბოლომდე დახარჯვას. მაშინ, როდესაც ელექტრო ენერგია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ქვეყანაში, თამაში მხოლოდ დაღამების შემთხვევაში სრულდებოდა. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ აქ ვიწრთობოდით როგორც პიროვნებები, როდესაც დამოუკიდებლად ვახდენდით საკუთარი და სხვისი ქცევის ანალიზს, ვსწავლობდით ეფექტურ კომუნიკაციას და სასურველი შედეგის მიღწევას. ამ ადამიანების დიდი ნაწილი ვისთან ერთადაც ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი დღეს ჩემი მეგობარია და ეს არის მთავარი მონაპოვარი რის გამოც ღირდა ჩემი ბავშვობის წლების იმ მოედანზე გატარება.


დღეს ძალიან რთული პრობლემის წინაშე დგას მომავალი თაობ,ა რადგან ტექნოლოგიების განვითარებამ ურთიერთობები ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა. ადრე თუ მეგობრების სანახავად ეზოში ან მოედანზე ჩასვლა იყო საჭირო, ახლა ყველანი მობილური აპლიკაციაში ეტევიან და თითქმის სულ ონლაინ არიან, რომ არ გამოაკლდნენ რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას. გარდა ამისა, თანამედროვე სათამაშო კონსოლების განვითარებამ და ონლაინ თამაშებმა ბავშვები სრუილად მოწყვიტა გარე სამყაროს და კომპიუტერს მიაჯაჭვა. ამ დროს საგრძნობლად კლებულობს ფიზიკური აქტივობა, რაც ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მომავალი თაობის განვითარებაზე. გარდა ამისა, ონლაინ თამაშების დიდი ნაწილი ძალადობაზეა აგებული და მოზარდის გონებას მუდმივად სტრესულ სიტუაციაში ამყოფებს. მაშინაც კი, როდესაც არ თამაშობს, ბავშვი მუდმივად თამაშის მიმდინარეობასა და მასში საკუთარ ქცევაზე ფიქრობს.

ამ საკმაოდ მწვავე პრობლემის მოგვარებას თანამედროვე სპორტული მოედნების მშენებლობაში ვხედავ. დღეს ქალაქის სხვადასხვა უბანში არის რამოდენიმე კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი, მაგრამ მათი სიმცირე აშკარად თვალშისაცემია. მე ხშირად ვმოგზაურობ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ქალაქების ერთ ნაწილში მუდმივად თვალში მხვდება ახალი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები ახალგაზრდებისათვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სივრცე ჩვენს ქალაქში სამწუხაროდ არ გვაქვს. არა და ქართველის სპორტსმენები გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ მათი დადებით მაგალითზე აღვზარდოთ ჩვენი შვილები.

ვფიქრობ, სპორტული მოედნების მოწყობა და მათი მოვლა-პატრონობა სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი უნდა იყოს. პირველ რიგში დაკვეთა უნდა მოდიოდეს საზოგადოებისაგან და მას უნდა აღასრულებდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მუნიციპალური ორგანოები, თუმცა სამწუხაროდ ჩემი თვალით მინახავს გახსნიდან 2 თვეში ვანდალურად დაზიანებული სპორტული მოედნები და მათზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა. ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად ყველა შესაძლებლობის გამოყენება რომ ქალაქში ავტოფარეხების ან სხვა საყოფაცხოვრებო ნაგებობების ნაცვლად სპორტული მოედნები მოეწყოს.

ჩემი ბლოგის მიზანია, მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, ერთად შევქმნათ ჩვენი შვილებისათვის აქტიური და ჯანსაღი დასვენებისა და გართობის ადგილები, ჩვენივე სახლის სიახლოვეს. მე მჯერა, რომ რაც უფრო მეტი სპორტული მოედანი იქნება ქალაქში, მით უფრო მეტი ახალგაზრდა დაკავდება სპორტით და ამ გზით მათ დავიცავთ თანამედროვე პრობლემების მავნე ზეგავლენებისაგან.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 451 times Last modified on შაბათი, 01 ივნისი 2019 09:13

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი