ყოფილი პატიმრის ისტორია გორიდან, რომელმაც ახალი ცხოვრება აჭარაში დაიწყო

Rate this item
(0 votes)
ალექსი წეველიძე გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყელქცეულში დაიბადა. პროფესიით ვეტერინარია. წლების განმავლობაში, სწორედ ამ სფეროში მუშაობდა.
მეგობრებთან ერთად ბიზნესსაქმიანობაც გადაწყვიტა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფერმის მფლობელიც გახდა. ხუთწლიანმა შრომამ და წარმატებულმა ბიზნესმა მოულოდნელად უკუსვლა დაიწყო - 2006 წელს, ბიზნესში შექმნილ პრობლემებს მისი დაკავებაც მოჰყვა.
„უცებ ყველაფერი უკან-უკან წავიდა. ეს არ იყო ჩვენი ბრალი, ეს იყო პოლიტიკური სფეროს და რეალობის ბრალი. მეუბნებოდნენ, რომ ვიღაცისთვის უნდა მიმეცა წილი, დამაკავეს. თქვენ ოსებს საქართველოს გასანადგურებელ ფულს აძლევთო, ამას მედავებოდნენ“.
დაკავების მომენტი და საპატიმროში გატარებული დღეები ცუდად ახსოვს.
„სოფელში გზაზე გამაჩერეს სპეცრაზმის თანამშრომლებმა, არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მანქანა გავაჩერე რომ მიმითითეს. ერთ-ერთს ავტომატი ჰქონდა გადაკიდებული, სპორტსმენს ჰგავდა, ისეთნაირად მომიქნია ავტომატი, ვეღარ მოვასწარი გაკონტროლება. თვალში მომხვდა, რის გამოც თვალი დავკარგე“.
შემდეგ იყო საპატიმროში გატარებული მძიმე წლები. გათავისუფლების შემდეგ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, გორის რაიონიდან მაღალმთიან აჭარაში, ოჯახთან ერთად გადასახლდა.
„წარსულის დავიწყება მსურდა და მინდოდა ბიზნესში ბედი კიდევ ერთხელ მეცადა. იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა პროგრამა, რომელიც ყოფილ პატიმრებს ეხმარებოდა. მათ ჩემი ბიზნეს-იდეა დამიფინანსეს. ამ დახმარებით, სოკოს წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი შევიძინე“.
წეველიძის თქმით, მზიანი აჭარა ახალ შესაძლებლობებს აძლევს და აქ ოჯახთან ერთად ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.
Read 738 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი