ნინოს ჭრელი ხალიჩები და სხვა ნივთები

Rate this item
(0 votes)

გობელენი, თექა - ნინო კორკოტაშვილი ხალიჩებს ძირითადად ამ მასალებით ამზადებსის იმ იშვიათ ხელოვანებს მიეკუთვნება, ვინც თვითნასწავლი არ არის. ნინოს ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

ბავშვობიდან, ეზოში თამაშისას, მეზობელ ქალებს აკვირდებოდა, თუ როგორ ქსოვდნენ ისინი. თან ოცნებობდა, რომ ეს ხელსაქმე თავადაც ესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში არავის უსწავლებია, თვითონ ეძებდა გზებს ამის შესასწავლად. შემდეგ მეშვიდე კლასში იქნებოდა, ქსოვისა და ქარგვის წრის შესახებ რომ გაიგო. ისწავლა, კარგად შეითვისა და ფაქტობრიბრივად,  უნივერსიტეტში რომ ჩააბარა, უკვე ბევრი იცოდა,

ამჟამად მოსწავლეებს ასწავლის. არჩევანი დიდია, სწავლობენ თექის დამზადებას, სხვადასხვა მეთოდებით ქარგვას, ხალიჩების ქსოვას.

გაწევრიანებულია გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სააგენტოში და ხშირად იღებს გამოფენებში მონაწილეობას.

1

მის ნამუშევრებს ხშირად უცხოელები ყიდულობენ. განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც ეროვნული მოტივები გასდევს.

ამჟამად, შვილთან ერთად აპირებს სხვდასხვა ქვეყნების დროშების დამზადებას, სხვდასხვა მეთოდებით და გამოფენის მოწყობას.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნამუშევარი გაუჩუქებია, მისი პირველი ნაქარგობა გობელენზე გამოსახული ეკლესია, სანუკვარ ნივთად რჩება და ვერავისთვის გაიმეტებს.

მრავალფეროვანი არჩევანის მიუხედავად, საყვარელ საქმიანობად მაინც ქარგვა რჩება. პეიზაჟების მოქარგვა ნინო კორკოტაშვილისთვის ნამდვილი თერაპიაა.

Read 1470 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი