კვალიფიციური გიდების დეფიციტი

ხალხის ხმა Written by  ორშაბათი, 17 ივნისი 2019 08:00 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ირაკლი მირუაშვილი, ისტორიკოსი

არაფერი იქნება ახალი იმაში, თუ ვიტყვი რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მნიშვნელოვანწილად ტურიზმის განვითარებაზეა დამოკიდებული, თუმცა ისევე როგორც სხვა დარგებში, აქაც უამრავი პრობლემა არსებობს.

დღეს ჩემს მიზანს არ წარმოადგენს აღნიშნული პრობლემების ანალიზი და არც ზოგადად, რაიმე სახის თეორიულ მსჯელობას ვაპირებ დარგის შესახებ, უბრალოდ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმოგიდგინოთ კონკრეტული პროექტი, საქმიანობა, რომელიც ვფიქრობ, ნამდვილად წაადგება ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ან იმ დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ძალები მოსინჯონ აღნიშნულ სფეროში.

ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა ისეთი პოსტების გამოქვეყნება, სადაც საუბარია ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ფაქტებზე. ცუდი ნამდვილად არფერია. თუმცა თუ გადავიკითხავთ ამ პოსტებს, ძალზედ ბევრ უზუსტობას და ისტორიული ფაქტების დამახინჯებულ და არასწორ ვერსიას აღმოვაჩენთ. ასე მაგალითად, პოსტი სათაურით : „10 ისტორიული ფაქტი უფლისციხის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ“. სამწუხაროდ, ამ 10 ფაქტიდან 8 არასწორი და დამახინჯებულია. ეს ერთ- ერთი მაგალითია და ასეთები მრავალად არის. შეიძლება ფიქრობთ, რომ ამ ერთი შეხედვით უწყინარ ამბავში არფერია ისეთი, მით უმეტეს, რომ ვირტუალურ მეგობრებს შორის მსგავსი პოსტების გაზიარებები ნეგატიურ გავლენას ვერ იქონიებს ტურიზმის განვითარებაზე. ალბათ დაგეთნხმებოდით, რომ არა რამდენიმე გარემოება, რომელიც ჩემთვის ჩემი პროფესიული გამოცდილების წყალობით გახდა ცნობილი. მაშ ასე, საქმე ეხება კვალიფიციური გიდების უზარმაზარ დეფიციტს, რაზედაც თანხმდებიან აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებიც .

გიდი არის ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელთანაც უცხოელი ვიზიტორი ამყარებს ყველაზე უფრო ხანგრძლივ კომუნიკაციას. შესაბამისად, გიდის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ტურისტებისთვის სანდო და დამაჯერებელია. თანაც გიდისგან ტურისტი იღებს ცნობებს არა მარტო კონკრეტული ისტორიული ძეგლის შესახებ, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის შესახებაც. ეს კი საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, პირადად არაერთხელ შევსწრებივარ არაერთ ფაქტს, როდესაც გიდი საშინელ ტყუილებს უყვება თავის ვიზიტორებს, როგორც კონკრეტული ძეგლის, ასევე ქვეყნის შესახებ. და ეს ყოველთვის გიდის უცოდინრობით არ არის გამოწვეული. ზოგჯერ ეს შეგნებულადაც კეთდება, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. საქსმე იმაშია, რომ გიდების უმრავლესობა თავის პროფესიულ ცოდნას სამწუხაროდ ზემოთ ნახსენები პოსტების წაკითხვით იმაღლებს, სადაც კითხულობს, რომ უფლისციხე მონებმა გამოკვეთეს ერთ მშვენიერ დღეს მეფის ბრძანებით და სხვა მსგავსი სისულელე. სხვათა შორის, ეს ინფორმაციაც არაერთ გიდს დაუდასტურებია ჩემთან პირად საუბარში, რადგან ხშირად არ არსებობს ან არ არის ხელმისაწვდომი პროფესიული ლიტერატურა, რომლითაც დამწყები გიდები ისარგებლებდნენ. პრობლემბზე საუბარს მგონი სჯობს გამოსავალზე ვიფიქროთ და აი ისიც:

ჩემი პროექტის მიზანია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მართვის და მოვლა პატრონობის პოპულარიზაცია, ასევე პროექტში მონაწილე გიდების ან სხვა დაინტერესებული ახალგაზრდების სწორად ინფორმირებულობა, ამ პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლა და დასაქმების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება აღნიშნული საქმიანობის შესწავლა, როგორც პრაქტიკული გასვლითი ტურების, ასევე სემინარების, ტრენინგების და ვორკ-შოპების საშუალებით. პროექტის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, გარკვეული პერიოდი იმუშაონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კვალიფიციური გიდების ფასილიტაციის ქვეშ, რათა მიიღონ მდიდარი პროფესიული გამოცდილება.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია. მე მზად ვარ ჩემი პროფესიული გამოცდილება გავუზიარო აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

 

 

 

უბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 191 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი