გორელი საოპერო მომღერალი, რომელსაც ბავშვობაში სმენა დაუწუნეს

Rate this item
(0 votes)

ცნობილი გორელი საოპერო მომღერლებს დავით და სოსო დარბაიძეებს გორელი მსმენელი სცენიდან იცნობს. ძმებს სიმღერა ადრეული ასაკიდან შეეძლოთ, თუმცა მასწავლებელს ბავშობაში მათი სმენა დაუწუნია.

ძმები მეხუთე კლასში ყოფილან, როცა დედას მათი ვაჟთა გუნდში შეყვანა მოფიქრებია. გუნდში ჩასარიცხად, ძმებს გამოცდა უნდა გაევლოთ, რა დროსაც მასწავლებელს სოსოს და დავითის სმენა არ მოსწონებია.

„მეხუთე კლასში ვიყავით მე და ჩემი ძმა , როდესაც დედამ გადაწყვიტა ვაჟთა გუნდში გვემღერა. გუნდში ჩარიცხვისათვის , გამოცდის სახით ტარდებოდა მოსწავლეთა მოსმენა. მოგვისმინა პედაგოგმა და თქვა, რომ სმენა არც ერთს არ გვქონდა, დედამ გაკვირვებით ჰკითხა პედაგოგს: როგორ, საერთოდ არ აქვთ სმენა? პედაგოგმა კი უპასუხა : იმდენად უსმენოები არიან, გზაზე ხელი მოჰკიდეთ, თორემ შეიძლება მანქანა დაეჯახოთო“, - ღიმილით იხსენებს რადიო „მოზაიკასთან“ დავით დარბაიძე.

საოპერო მომღერლებმა სიმღერა 18 წლის ასაკში დაიწყეს, მათი მუსიკალური კარიერის დასაწყისი გორელ მომღერალს მიშიკო კოშკაძეს უკავშირდება.

„18 წლის ასაკში მიშიკო კოშკაძემ გიტარაზე დაკვრა გვასწავლა. ძალიან სწრაფად შევისწავლეთ. სიმღერაც კარგად გამოგვდიოდა და ამ ასაკშივე ვიმღერეთ პირველად დიდ სცენაზე. ჩვენი პირველი სიმღერა ოთარ რამიშვილის ,,ლამაზი ქალი“ იყო , შემდეგ გავერთიანდით ანსამბლ „შვიდკაცასთან“, რომლის ხელმძღვანელი გიორგი საძაგლიშვილი გახლდათ.შემდეგ მუსიკალურ კონსერვატორიაში ჩავაბარეთ. საკმაოდ მარალი კონკურსი იყო, სულ ოთხი ადამინი უნდა მიეღოთ და მათ შორის მე და ჩემი ძმა მოვხვდით. ვმოღვაწეობდით გერმანიაში, უკრაინაში . საქართველოში პირველი კლასიკური მუსიკის კვარტეტი „სტატუსი“ ჩამოვაყალიბეთ და დღესაც იქ ვმღრით“, - ამბობს დავით დარბაიძე.

daviti da leqsiko

დავით დარბაიძის შემოქმედება მხოლოდ საოპერო სიმღერით არ შემოიფარგლება. მისი დაწერილი რამოდენიმე ლექსი უკვე გამოქვეყნებულია და სამომავლოდ კრებულის გამოცემასაც გეგმავს.

,,ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი. შემდეგ შევწყვიტე, ეს პაუზა 20 წელი გაგრძელდა. ამ დროის შემდეგ ისე დავიწყე. ჩემი რამოდენიმე ლექსი უკვე გამოქვეყნდა. სამომავლოდ კი ვფიქრობ საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემაზე“, - გვითხრა დავითმა.

4 თვეა, დავით დარბაიძე გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს. მისი მთავარი მოტივაცია შემოქმედებითი უნარების მქონე ახალგაზრდების აღმოჩენა და განვითარებაში ხელშწყობაა.

 

Read 3201 times Last modified on ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019 09:46

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი