„რიხი“ - ანსამბლი გორში, რომელიც მივიწყებულ ქართლურ სიმღერებს აცოცხლებს

Rate this item
(0 votes)
მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „რიხი“ გორში 2019 წელს ჩამოყალიბდა. მისი სახელწოდება ნიშნავს სითამამეს, გაბედულად და ხმამაღლა სიმღერას.
გუნდი ამჟამად 9 წევრისგან შედგება, რომელთა უმეტესობა ტაძრის მგალობლები არიან. ანსამბლის ორი წევრი, ზურაბ წკრიალაშვილი და ნიკოლოზ ნებიერიძე ლოტბარია.
„ანსამბლის შექმნის იდეა, ხალხური სიმღერების, გალობის სიყვარულმა და მეგობრობამ განაპირობა. ჩვენი მიზანია, ქართულ გალობისა და ქართლური სიმღერების აღდგენა, გაცოცხლება და გავრცელება საზოგადოებასა და მომავალ თაობაში“, - გვიყვება ანსაბლის წევრი შოთა გორდაძე.
ანსამბლის წევრები ამბობენ, რომ სურდათ შეექმნათ განსხვავებული მიმდინარეობის გუნდი, რომელიც უკვე არსებული გუნდებს ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს.
„დღეს ჩვენ რეგიონში, შიდა ქართლში აღარ ჟღერს და მივიწყებულია მამა-პაპათაგან დანატოვარი ქართლური სიმღერის ნიმუშები, რომელთა რიცხვი ბევრია. მაგ: „რიხი“, „ვარდო“, „ატენის ღვინო“, „გაკრული მრავალჟამიერი“ და სხვა. ამიტომ ჩვენი მოვალეობაცაა, რომ ქართლში ქართლური სიმღერები გავაცოცხლოთ და ავაჟღეროთ. ეს სიმღერები შესულია მე-20 საუკუნის 10-იანი წლების აუდიო და სანოტო კრებულებში“, - გვითხრა შოთა გორდაძემ.
ანსამბლის წევრები სამომავლო გეგმებზე და რეპერტუარზე მუშაობენ და იმედი აქვთ,რომ ქართლის ფოლკლორის გაცოცხლებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
Read 363 times Last modified on ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019 08:39

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი