... და ჩვენ მაინც ვიბრძვით

ხალხის ხმა Written by  შაბათი, 29 ივნისი 2019 11:06 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თეონა ფანქევლაშვილი

ღამის მეფე მოგვადგა, როგორც ვინტერფელს მიადგა თაივისი მკვდრების არიიმით, მაგრამ არმია მავთულხლართებთან დატოვა, სადაც ქვეყნის 20% -ია ოკუპირებული. უბრალოდ, ერთი კაცი გავრილოვი გამოუშავა და სცადა აეფრიალებინა დროშა თბილისის თავზე.

გამარჯობა,  მე თეონა ფანქველაშვილი ვარ, საქართველოს მოქალაქე.  ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელიც ოკუპირებულია საკონონმდებლო ორგანოს 91 წარმომადგენლის მიერ. ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია ყველა პრორუსული თანამოქალაქის მიერ და ოკუპირებულია ჯერ კიდევ სტალინის მიერ. ბოლო დღეებამდე მეგონა, რომ საოკუპაცია ხაზი გადიოდა სოფელ ერგნეთთან, დღეს ვფიქრობ, რომ ის გადის პარლამენტზე.

ყველაფერი კი დაიწყო 20 ივნისს,  როცა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე "გამოჩნდა" რუსეთის დროშა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია და მშვიდობიანი აქციით სცადეს დაეცვათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გაეპროტესტებინათ ის, რომ ოკუპანტი სახელმწიფო მოგავდა არა ტანკით, როგორც 2008 წლის 8 აგვისტოში, არამედ „მშვიდობით“ და მართმადიდებლობის სახელით, როგორც ამას საუკუნეების მანძილზე აკეთებდა, და ასე მშვიდად დაიკავა ადგილი იქ, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სადაც საქართველოს უახლოესი ისტორია იწერება და სადაც კონსტიტუცია შეიქმნა. ამ ყოველივემ კი ახალგაზრდების აღშფოთება გამოიწვია და  დადგნენ რუსთაველზე. იმ ქუჩაზე, სადაც საქართველოს ბედი გადაწყდა 1921 წელს და 1989 წლის 9 აპრილს. მოითხოვდნენ, რომ პასუხსმგებლობა აეღოთ იმ ადამიანებს, ვინც გაბედა და გავრილოვი შემოიყვანა საქართველოში . 

,,საქართველოს გაუმარჯოს ერთიანს და დამოუკიდებელს“ - ამ შეძახილის ფონზე გაისმა სროლის ხმა. ტყვიები? კი ტყვიები, რეზინის, ცხოველის შესაჩერებელი... და გაზი, რომელიც თვალებს წვავს და აბრმავებს. რუსეთმა საკუთარი ჯარი შემოიყვანა და ქართველ ხალხს ესროლა. აი, როგორც მაშინ, 1989 წლის 9 აპრილს. 

გრძელი ღამე იყო და ღამის მეფე მოგვადგა - მოგვადგა, რომ გაგვანადგუროს, დაგვაჩოქოს და წაგვიშალოს წარსული, რომ დაგვავიწყოს ისტორია. 

თვალები დაგვთხარეს, არ დაინახოთო, არ გაიგონოთო, არ მოითხოვოთო და არ გააპროტესტოთ, რომ ქვეყნა ოკუპირებულიაო. თვალებს იმიტომ გთხრით, რომ ეს ყოველივე დაინახეთო, პარლამენტის წევრები დასაჯეთ და გაასამართლეთო, რომლებმაც გაბედეს და რუსეთის დროშა დახიეს და გარეთ გააგდესო... და დასაჯეს. 

... მაგრამ დავინახეთ, გავიგონეთ, უფროს ძმად წოდებულმა, როგორ მოითხოვა დასჯა საქართველოს მოქალაქეების, პარლამენტარების, ვინც გაბედა და წინააღმდეგობა გაუწია, დავინახეთ ცალი თვალით  ან არც ერთით. გავიგონეთ, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. გავიხსენეთ, რომ ყოველდღიურად გვართმევენ ტერიტორიებს, გავიხსენეთ 9 აპრილი, გავიხსენეთ 2008 წლის 8 აგვისტო, გიორგი ანწუხელიძე და შინდისის გმირები. გავიხსენეთ ქვეყანა, რომელიც დასაჯეს დამოუკიდებლობის და დასავლური მისწრაფებების გამო .

იმსხვრევა მითები, გრძნობები, სტერეოტიპები, იმსხვრევა შუშები და სამწუხაროდ იმსხვრევა ოცნებები... 

მაგრამ ჩვენ მაინც  დავინახეთ, გავიგონეთ და ვიბრძვით ცალი თვალით, ცალი ხელით, გვესმის ცალი ყურით, მაგრამ ვიბრძვით. ბრძოლის ბოლოს კი სინათლე აუცილებლად გამოჩნდება დასრულდება და ეს გრძელი ღამეც, ღამის მეფის დამარცხებით დამთავრდება.

 

 

მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ღია საზოგადოების ფონდის ოფიციალურ მოსაზრებებს. 

Read 444 times Last modified on ორშაბათი, 01 ივლისი 2019 13:42

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი