ნატალია გიუნაშვილის „უხმო ძახილი“

Rate this item
(0 votes)

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე ეხერხებოდა ხელსაქმე, იცოდა ქსოვა და კერვა, ნატალია გიუნაშვილმა საკმაოდ გვიან, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში შრომის პედაგოგად მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მაკრამე და ნაჩეჩით ქარგვა ესწავლა.

15 წლის განმავლობაში მუშაობდა კერძო სკოლაში და პარალელურად საბავშვო ბაღებისთვის ქმნიდა ზღაპრის გმირების დიდი ზომის ბუტაფორიებს, რომლებიც მასწავლებელთა სახლში გამოიფინა.

naqargi 1

ამის შემდეგ ქალბატონი ნატალია საზოგადოება „ბილიკში“ მიიწვიეს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის არსებულ დღის ცენტრში სამუშაოდ. აქ ისწავლა და ასწავლიდა თექაზე მუშაობას. მონაწილეობას იღებდნენ გამოფენა-გაყიდვებში. სიამაყით აღნიშნავს, რომ ნამუშევრები ხარისხით და ორიგინალურობით გამოირჩეოდა.

ყოველთვის სტიმულს და ფორმაში ყოფნის საშუალებას აძლევდა ბავშვებთან მუშაობა. წუხს, რომ ახლა აქტიურად აღარ არის ჩართული ამ საქმეში.

სიამაყით იხსენებს სოფ. კარალეთში სულიერების ცენტრის გახსნისას, მისი გამოფენის მოწყობას, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დაათვალიერა. ქალბატონმა ნატალიამ მას ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარი აჩუქა.

უყვარს პეიზაჟების, აბსტრაქციების გამოსახვა. სახელებიც ასეთი აქვს შერჩეული - „უხმო ძახილი“, „ნუგეში“...

სახლში 10-მდე ნამუშევარი შემორჩა და მას მხოლოდ შვილებისთვის გაიმეტებს, რომ გაუნაწილოს. თუმცა, გამოფენებში სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას.

ოცნებობს, შვილიშვილების გაზრდის შემდეგ, მოიცალოს საყვარელი ხელსაქმისთვის და შექმნას რაღაც ახალი, კომბინირებული ნამუშევრები, სადაც მთელი მისი ცოდნა იქნება თავმოყრილი.

Read 2189 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი