თინა ფსუტური - ფრენბურთის ერთადერთი ქალი მწვრთნელი შიდა ქართლში

Rate this item
(0 votes)

თინა ფსუტური, ექვსი წელია, რაც გორის ვაჟთა ფრენბურთის გუნდის მწვრთნელია. მისი მოსწავლეები დღეს უკვე უმაღლეს ლიგაში თამაშობენ.

თინა ამ სპორტით სასკოლო ასაკში დაინტერესდა. 

“ყაზახეთში ვსწავლობდი. რომ ჩამოვედი და დავინახე, რა მდგომარეობაში იყო, გადავწყვიტე შემექმნა ჯგუფები და ამ სპორტისთვის მიმეხედა. მაშინ 2012 წელი იყო".

თინა შიდა ქართლის მასშტაბით ფრენბურთის ერთადერთი მწვრთნელია.

"ფრენბურთის თამაში სკოლის პერიოდში დავიწყე. ვიყავი ჩემი ასაკის გუნდის კაპიტანი, სწავლა ყაზახეთში გავაგრძელე და შემდეგ უკვე აღმოსავლეთ ყაზახეთის უნივერსიტეტის გუნდის კაპიტანი ვიყავი, ხუთი წილის განმავლობაში“.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მოთხოვნა დიდია, პირობების არქონის გამო, მწვრთნელი გოგონების გუნდის შექმნას ვერ ახერხებს.

"გოგონების ჯგუფს ვერ ვქმნი, პირობები არ არის - ცალკე გასახდელი უნდა და სველი წერტილებიც მოწესრიგებული უნდა იყოს. ეს ყველაფერი ბიჭებთან არ არის და გოგონებზე როგორ მოვითხოვო?! არადა, ქალაქში მოთხოვნაა ფრენბურთზე".

თინა გვიყვება, რომ ბიჭების გუნდის სავარჯიშოდ, დარბაზს ხელშეკრულებით ქირაობს. მუდმივი ფართის არქონის გამო, მას და მის მოსწავლეებს სავარჯიშო სივრცის შეცვლა ხშირად უწევთ. ამ გამოწვევების მიუხედავად, ისინი წარმატებებს მაინც აღწევენ - ვაჟთა ფრენბურთის გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

“ამდენი პრობლემის და სირთულის მიუხედავად, მაინც შევძელი და გორის ვაჟთა გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიყვანე. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. საქართველოს პირველობებში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც დარბაზის, ასევე საპლიაჟო ფრენბურთში. ასევე ვთამაშობთ თოვლის ფრენბურთს ეს ახალი სახეობაა, რომელიც ვითარდება ევროპაში და მსოფლიოში“.

თინას სწამს, რომ ამ სპორტს და გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა დახმარების და გვერდში დგომის გარეშე, მხოლოდ ენთუზიაზმით შორს ვერ წავლენ.

"ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან. ახლა დარბაზის არქონის გამო ვერ ვვარჯიშობთ, ქუჩაში, რომ მხვდებიან მეკითხებიან: “როდის ვიწყებთ ვარჯიშს?" ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. სექტემბრამდე, სავარაუდოდ, ასე ვიქნებით. დახმარება მჭირდება ადგილობრივი ხელისუფლებისგან. მოგვაქციონ ყურადღება, უმაღლეს ლიგაში არიან ბიჭები და არც პრემიები აქვთ, არც ხელფასები, მხოლოდ ენთუზიაზმით რთულია გუნდის შენარჩუნება".

მრავალწლიანი სპორტული ცხოვრების მანძილზე თინა აქტიურად ადევნებს თვალს სხვადასხვა სასწავლო ვიდეოებს, ჯერ თვითონ სწავლობს სიახლეებს და შემდეგ უკვე მოსწავლეებს გადასცემს,

Read 495 times Last modified on ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019 08:53

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი