გორის მერია სკოლებში ინფრასტრუქტურას წლის ბოლომდე მოაწესრიგებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ორი სოფლის სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციას გეგმავს. გორის # 1 სკოლაში კი მინი - სპორტული მოედანს მოაწყობს.

სოფელ სვენეთის საჯარო სკოლაში ელექროსამონტაჟო სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას 55 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკოლაში ელექტროტექნიკური სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 45 დღეში უნდა შეასრულოს.

სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის ზემო ხვითის საჯარო სკოლაში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამისთვის უწყებამ  7 886 ლარი გამოყო. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა შეასრულოს.

მინი -სპორტული მოედნის რეაბილიტაციაა დაგეგმილი გორის #1 საჯარო სკოლაში. გორის მერიას ამისთვის 14 740 ლარს დახარჯავს. 

ამავე თემაზე: გორის 1-ლი საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

მიმდინარე წელს ადგილობრივი ხელისუფლებას საჯარო სკოლებში სველი წერტილების, სპორტული დარბაზებისა და მინი - მოედნების მოწყობას წლის ბოლომდე გააგრძელებს.

ამავე თემაზე: რეხის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის 37 ათასი ლარი დაიხარჯება

ამავე თემაზე: გორის მე-10 და მე-12 სკოლებში სველი წერტილები მოწესრიგდება

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 995 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი