Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 20 ივლისი 2019 17:36

ხანძარსგადარჩენილი 16 წლის გოგონას ამბავი, რომელიც გორის ბიბლიოთეკაში არ ავიწყდებათ

Written by
Rate this item
(0 votes)
გორის საჯარო ბიბლიოთეკაში ჰყვებიან ამბავს გოგონაზე, რომლის მსგავსად მათთან ჯერ არავინ მოქცეულა.
16 წლის გოგონა აუღევებელი ნაბიჯებით შემოდის ბიბლიოთეკაში. სახის ერთი მხარე აწითლებული აქვს, თუმცა არა სიმორცხვისგან. როგორც ჩანს, სიწითლე ხანძრისგან შემორჩა. სახეზე აღელვება ეტყობა, თუმცა ცდილობს არ შეიმჩნიოს. ბიბლიოთეკართან წიგნის გატანის მსურველების რიგია. ამიტომ გოგონა შესასვლელთან სკამზე ჯდება. თვალები აწყლიანებული აქვს. მას შემდეგ, რაც ბიბლიოთეკართან რიგი მცირდება, გოგონა სკამიდან დგება. და ტირილს იწყებს. ბიბლიოთეკარი გაოცებული და ცნობისმოყვარე თვალებით უყურებს მას.
„სახლი დამეწვა. წიგნი, რომელიც აქედან გავიტანე, ჩემს სახლთან ერთად დაიწვა. საავადმყოფოდან ახლა გამომწერეს და პირდაპირ აქ მოვედი, რომ გამეფრთხილებინეთ“,- ხმადაბლა ამბობს ის და სათქმელს ბოდიშით ამთავრებს.
ამ ისტორიას გორის საჯარო ბიბლიოთეკაში სიამოვნებით იხსენებენ. ამბობენ, რომ გოგონას სახე და მისი ემოციები არ ავაწყიდებათ.
„ბიბლიოთეკას ვერ ექნება მექანიზმი, რომელიც რაიმე ფორმით აიძულებს ადამიანს წიგნის დაბრუნებას, ეს მთლიანად ადამიანის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, 16 წლის გოგონას საქციელი ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს, მან იგრძნო პასუხისმგებლობა და საავადმყოფოდან პირდაპირ მოვიდა“, - ამბობენ ბიბლიოთეკაში.
წიგნი, რომელიც გოგონას სახლთან ერთად დაიწვა, ამ სიტყვებით იწყებოდა:
„ცხოვრებისეული ამბები ისეთივე უნიკალურია, როგორც ის ხალხი, ვინც ამ ამბებს ჰყვება“.
Read 1480 times Last modified on შაბათი, 20 ივლისი 2019 17:59