22 300 ლარი 58 სკამისთვის - გორის სკვერებში ახალ სკამებს შპს "ლიკო-1" დადგამს

გორის ქუჩებში ახალ სკამებს შპს “ლიკო-1“ 22 330 ლარად განათავსებს.
სკამების შესაძენად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის ივნისსში გამოაცხადა.
მასში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ აღნიშნულმა კომპანიამ გამოთქვა.
სატენდერო კომისიამ დააგინა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამებოდა ტენდერის პირობებს.
ხელშეკრულების მიხედვით შპს “ლიკო-1“ გორში, დასასვენებელ ადგილებში 58 სკამს განათავსებს.
სკამები განთავსება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
ივნისის დასაწყისში ქალაქში რამდენიმე სკვერში სკამების გამოცვლის მიზნით, გორის კეთილმოწყობის სააგენტომ ძველი სკამები აიღო. ახალი სკამები დაიდგა გოგებაშვილის სკვერში.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 1492 times Last modified on ივლისი 21 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი