ელისაბედის წარმატებული სამსახიობო კარიერა და თანმდევი ტრაგედიები

მარტი 11 2018


საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი 1863 წლის 14 ნოემბერს გორის რაიონ სოფელ კოშკაში დაიბადა. მამამისი ღარიბი აზნაური ალექსანდრე ჩერქეზიშვილი იყო, ხოლო დედა - დიდგვაროვანი ოჯახის შვილი მარიამ მხარგრძელ-ფავლენიშვილი. ელისაბედის დედას ნათესავები ხშირად საყვედურობდნენ, რომ ცოლად ხელმოკლე აზნაურს გაჰყვა. ამით მასზე გავლენასაც ახდენდენ. ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მარიამ ფავლენიშვილი ხშირად მიდიოდა ოჯახიდან და ნათესავებთან რჩებოდა. ელისაბადს კი მამასთან ტოვებდა.

განათლება 

ალექსანდრე ჩერქეზიშვილმა გადაწყვიტა, რომ თავისი შვილის განათლებაზე თვითონ ეზრუნა. მამა ახალგაზრდა ელიზაბედს ნათესავებთან დაატარებდა, შინაური განათლების მისაღებად, თუმცა მალე ელისაბედის განათლებაზე ზრუნვა დედამისმაც დაიწყო. მას სურდა შვილისთვის სრულფასოვანი ცოდნა მიეცა. დიდგვაროვანი ნათესავების დახმარებით, ელისაბედი წმინდა ნინოს სასწავლებელში უფასოდ ჩაირიცხა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მამას სულაც არ სურდა განათლებული ქალიშვილი ჰყოლოდა და ფიქრობდა, რომ განათლებული ქალი საშიში იყო. ელისაბედის დედამ თავისი გაიტანა და ელისაბედი დროებით მიაბარა გორში იმ დროს ყველაზე პრესტიჟულ ქალთა სასწავლებელში, თუმცა 6 თვეში მამის მოთხოვნით, მას სასწავლებელი დაატოვებინეს.

 

 იძულებითი პირველი ქორწინება და განქორწინება


16 წლის ასაკში ელისაბედი ფუფუნებისა და ძალაუფლების მოყვარე დედამ ძალით დააქორინა გიგა მაჩაბელზე, რომელიც მასზე ბევრად უფროსი იყო. ელისაბედს არ სურდა მასზე დაქორწინება და ამის გამო, ერთხანს დარდისგან ლოგინადაც ჩავარდა, თუმცა დედას მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. ამ ქორწინებას არც მამამისი შეხვედრია სიხარულით, იგი ქორწილსაც კი არ დასწრებია. ოჯახის შექმნა მხოლოდ ერთი სიტყვით მიულოცა შვილს და წავიდა. ელისაბედს მამა ამის შემდეგ აღარ უნახავს. ალექსანდრე ჩერქეზიშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როცა ელისაბედი ორსულად იყო, ამის გამო დაკრძალვას არ დასწრებია. 

გასაკვირი არაა, რომ ელისაბედი ამ ქორწინებით ბედნიერი არ იყო. მისი ქმრის უსაქმურობასა და უნიათობას ეჭვიანი ხასიათიც ემატებოდა. ამის გამო, მათ ოჯახში მუდმივი უთანხმოება იყო. ელისაბედმა ასეთ ყოფას მხოლოდ 3 წელს გაუძლო. შემდეგ კი, შვილთან ერთად ქმრისგან წამოვიდა და დედასთან გადაბარგდა. მისი გაუწონასწორებელი ქმარი ხშირად მიუვარდებოდა ხოლმე დედის სახლში და ერთ ამბავს ტეხდა. თუმცა ელისაბედი ამით მაინც არ შეშინებულა.

 

სიყვარული და მეორე ქორწინება

სულ მალე მან იურისტი, პუბლიცისტი და ისტორიკოსი ნიკო ხიზანაშვილი გაიცნო. მათი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა, თუმცა ყოფილი ქმრის წინააღმდეგობის გამო, მასზე დაქორწინება მხოლოდ 15 წლის შემდეგ შეძლო, როცა გიგა მაჩაბელი გარდაიცვალა. ნიკო ხიზანიშვილთან ელისაბედს კიდევ ორი შვილი შეეძინა. სწორედ ნიკომ შეუწყო ხელი, რომ ელისაბედი დიდ სცენაზე დამდგარიყო და ბრწყინვალე სამსახიობო კარიერა შეექმნა.

 

სამსახიობო კარიერა

1886 წელს ელისაბედი დრამატული თეატრის დასის წევრი გახდა. მის მიერ შესრულებულ როლებს მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა. განსაკუთრებული პოპულარობა კი სარა და ხანუმა (ა. ცაგარელის „ხანუმა“), ელისაბედი (რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“), კატინა (ა. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ანა ანდრეევნა (ნ. გოგოლის „რევიზორი“) შესრულებულმა როლებმა მოუტანა.

ელისაბედ ჩერქეზიშვილი სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. სცენაზე მან 400-მდე როლი შეასრულა.

elisaaaa

სიკვდილამდე ტრაგედიები

მსახიობს ტრაგიკული ბედი მუდამ თან სდევდა. მისი მეორე მეუღლე ნიკო ხიზანიშვილი 1906 წელს მოკლეს. მისი ქალიშვილი ნუცა მაჩაბელი კი ციმბირში გადაასახლეს. ამავე პერიოში გარდაეცვალა დედაც. ხოლო მისი ორივე ვაჟი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალნენ. მოკლე დროში ერთბაშად თავზე დატეხილ უბედურებებს ელისაბედი მხოლოდ თავისი საქმით უპირისპირდებოდა.

ელისაბედ ჩერქეზიშვილი 1948 წლის 17 ოქტომბერს ავტოსადგურზე გარდაიცვალა, როდესაც ბოლნისში მის საპატივცემულოდ გამართულ სპეკტაკლზე დასაწრებად მიემგზავრებოდა.

გორელი მსახიობი დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ნიკო ხიზანიშვილის გვერდით.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი