მერეთელი მესაჭე, ჟორა მასწავლებელი, რომელიც 9 აგვისტოს ემსხვერპლა

აგვისტო 09 2019

2008 წლის აგვისტოს ომმა არაერთი მშვიდობიანი, უდანაშაულო ქართველის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორისაა გიორგი მარიამიძე, - კაცი, რომელსაც ყველა ჟორა მასწავლებლის სახელით იცნობდა, რადგანაც მან ათეული წლების განმავლობაში, ღირსეულად ატარა მერეთის საჯარო სკოლის მესაჭის ტიტული.

"ჟორა მასწავლებელმა ყველას თავი დაამახსოვრა, როგორც სამართლიანმა, მოსიყვარულე, კეთილშობილმა პიროვნებამ. ყველას მიმართ თანამგრძნობი, სხვისი ჭირის გამზიარებელი და ნამდვილი ლიდერი, რომელიც არასდროს გიმტყუნებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის სწორედ სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. შემთხვევითი არაა, ალბათ, რომ კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა, სწორედ 9 აგვისტოს თავის მეზობლებს სწორედ საქართველოზე ესაუბრებოდა და სისხლიანი ომისგან გამოწვეული შიშის გამო ამხნევებდა, ამასთან ერთად ინფორმაციას ისმენდა და სწორედ ამ დროს ემსხვერპლა მასობრივ დაბომბვას", - იხსენებენ მისი მოსწავლეები.

 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი