ქუჩა გორში, რომელიც საქართველოს პირველი პატრიარქის სახელს ატარებს

აგვისტო 28 2019

გორში, ერთ- ერთი ქუჩა საქართველოს პატრიარქის კირიონ მე - II -ის სახელს ატარებს.

ერისკაცობაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი 1855 წლის 10 ნოემბერს გორის რაიონ, სოფელ ქვემო ნიქოზში დაიბადა. საძაგლიშვილი იყო ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, კი - პირველი კათოლიკოს - პატრიარქი.

7 წლის გიორგი ოჯახმა ჯერ ანანურის სასულიერო სკოლაში მიაბარა, ხოლო 1862 წლიდან მან სწავლა გორის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო. ამ პერიოდში, როგორც ცნობილი ხალხოსანი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი იგონებს, მან გიორგი საძაგლიშვილთან ერთად მოიარა შიდა ქართლის თითქმის ყველა ისტორიული ადგილი, შემდეგ კი – მაღრანდვალეთის ქართული სიძველენი.

კირიონ მე - II 1918 წელს მარტყოფში გარდაიცვლა. 2002 წელს, საქართველოს მართმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი