როგორი მინდა, რომ იყოს ჩემი ქალაქი

ხალხის ხმა Written by  კვირა, 01 სექტემბერი 2019 09:40 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: რუსკა ხაბელაშვილი

როდესაც კითხვა ჩნდება, თუ როგორ ქალაქში მინდა ცხოვრება, საკმაოდ ადვილია ამაზე პასუხის მოძებნა, სასურველი კრიტერიუმების ჩამოთვლა, მაგრამ უფრო და უფრო რთული ხდება ამის სწორად აღქმა და გათვიცნობიერება. იმის გაანალიზება, რომ ეს მხოლოდ რიგითი მოქალაქის უბრალო მოთხოვნილებები არ არის. ეს მთელი მოსახლეობის მწვავე პრობლემებია.

პირველ რიგში, მინდა ისეთ ქალაქში ვცხოვრობდე, სადაც თავისუფლად სუნთქვა შემეძლება, არ მექნება იმის შიში, რომ შესაძლებელია ამდენმა გამონაბოლქვმა, დაბინძურებული ტერიტორიებისგან გამოწვეულმა ამდენმა ტოქსიკურმა ჰაერმა ჩემი სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვიოს. მინდა ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში ცხოვრება, სადაც მოხდება ნარჩენების სწორად გადამუშავება, რაც შეიძლება მეტი გამწვანება და პრობლემატურ ადგილებზე ქუჩების რეკონსტრუქცია, რაც მეტ ეკოლოგიურ სისუფთავეს მოგვცემს.

გარდა ამისა, ძალიან არ მომწონს ტროტუარებზე არსებული სიტუაცია, სადაც მოძრაობა თითქმის შეუძლებელი ხდება. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ავტომობილები ტროტუარის ადგილს იკავებენ და ზღუდავენ რიგითი მოქალაქეების გადაადგილების საშუალებას. ტროტუარებზე გადაადგილების პრობლემას ასევე ქმნიან გარე მოვაჭრეები ქვეითებისთვის, განსაკუთრებით კი შშმ პირებისთვის, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

არ მომწონს ის ფაქტიც, რომ ქალაქში არ გვაქვს კინოთეატრი, საცურაო აუზი, ველობილიკები და ქალაქში არსებული სპორტის სასახლე არ არის აღჭურვილი ყველა სპორტის სახეობის შესწავლისთვის.

არასასურველია ქალაქის ყველა კუთხეში, გაჩერებაზე, კედელზე არსებული სარეკლამო ბანერები, რომელთა შეცვლა არც კი ხდება, უბრალოდ უკვე არსებულ ბანერებზე ხელახლა ხდება სხვა ბანერების მოთავსება, რაც ძალიან „ამახინჯებს“ ქალაქის იერსახეს. უფრო უკეთესი იქნებოდა, ყოფილიყო ერთი სპეციალური ადგილი, სადაც მოხდებოდა სარეკლამო ბანერების განთავსება. კ

იდევ რასაც აუცილებლად შევცვლიდი, არის მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული სიტუაცია - არასასიამოვნოა მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა, ანტისანიტარიის და სპეციფიკური სუნის გამო.

პრობლემური საკითხია საზოგადო ტრანსპორტიც - გადატვირთულობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი ზაფხულში, მგზავრობას გაუსაძლისს ხდის. გარდა ამისა, ძალიან მოუწესრიგებელი და დაბინძურებულია ავტობუსები.

აუცილებლად შესაცვლელია საავადმყოფოებში არსებული სიტუაციაც. როდესაც ცუდად ხარ და სასწრაფო დახმარების გამოძახება გჭირდება, საავადმყოფო არ არის აღჭურვილი შესაბამისი რაოდენობის სასწრაფო მანქანით და მდგომარეობის მიუხედავად, ძალიან დიდი ხნით ლოდინი გიწევს.

ვფიქრობ უკეთესი იქნება, თუ უნივერსიტეტებში მოხდება ფაკულტეტების დამატება, რადგან ადგილობრივმა სტუდენტებმა მხოლოდ იმიტომ არ შეიცვალონ პროფესია, რომ მათ არ აქვთ სასურველი ფაკულტეტის არჩევნის შესაძლებლობა.

რაც შეეხება ქალაქის დადებით მხარეს, ყველაზე მეტად მომწონსღამის განათებები - ის უსაფრთხოს ხდის ღამით გადაადგილებას. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა დასახლებას აქვს საბავშვო მოედანი და სკვერი.

მინდა, რომ გორი მისაბაძ და სამაგალითო ქალაქად იქცეს.

 

 

მასალა მომზადდა პროექტის "გორელი ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

Read 2319 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი