Back to Top
კვირა, 18 მარტი 2018 15:10

მწვადის, ხინკლის და ლობიოს პოლიტიკა

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: იოსებ ბორცვაძე

ხშირად გვინახავს ტელევიზორში საკვები პროდუქტების რეკლამა, გვანახებენ კარგ და მადის აღმძვრელ სურათებს, ვიდეოებს. ისეთს, რომ მოგანდომებს ადამიანს იქ შესვლას და დაგემოვნებას, მაგრამ სანამ შევალთ და დავაგემოვნებთ, ეჭვის თვალით ვუყურებთ.

სურათებით და ვიდეობით მიმზიდველ წარმოსახვას, თითოეული ჩვენგანი მაინც გადაამოწმებს მეგობართან, ნაცნობთან:

იქნებ ისეთი არაა, როგორიც ტელევიზორში ჩანს? ღირს თუ არა წასვლა ამა თუ იმ რესტორანში? - კითხვები ასეთია, - გემრიელია? ფასები როგორია? ძვირი ხომ არაა? და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, წავიდეთ თუ არა? ვჭამოთ თუ არა?

თურმე რამდენს ვმსჯელობთ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჭამაზე, უბრალოდ ჭამაზე. ხოლო არჩევნებზე წასვლისას, პირდაპირ ვჭამთ, ბევრი კითხვების გარეშე.

როდესაც გვინდა ხინკალი, მივდივართ იქ, სადაც აკეთებენ კარგ ხინკალს და არა - იქ, სადაც კარგ ლობიოს აკეთებენ. გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება ის ინფორმაცია, რომელიც ასოცირდება მათ მიერ გაკეთებულ გემრიელ და წვნიან ხინკალთან. არ არსებობს რესტორანი, სადაც ყველაფერს კარგად აკეთებენ და ამიტომაც ვირჩევთ იმ ადგილს, რომელიც ასოცირდება კონკრეტული დასახელების გემრიელ საკვებთან და რაც მთავარია სიიაფესთან. 

მოკლედ მწვადის, ხინკლის და ლობიოს თემა, რომ აღარ განვავრცო ... - არჩევნებზე პოლიტიკოსების მიმართ ისეთივე გადაწყვეტილებას რომ ვიღებდეთ, როგორსაც მწვადზე, ხინკალზე და ლობიოზე ვიღებთ, დღეს აშკარად უკეთესი მენიუ გვექნებოდა ყველას!

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 1407 times