სიარული, როგორც შემოსავლის წყარო

წერილები Written by  ორშაბათი, 19 მარტი 2018 12:32 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: რევაზ მოციქულაშვილი

ინტერნეტი როგორც გლობალური ქსელი, უკვე აღარავისთვის არ წამოადგენს ნოუ-ჰაუს. ფართო მასებში მისი გავრცელება ამ საუკუნის დასაწყისში მოხდა. ამჟამად, წარმოუდგენელია მის გარეშე ცხოვრება თუ მოღვაწეობა.

შემდგომში კი ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანებს გაუჩინა შანსი, შეექმნათ სხვადასხვა ფინანსური პროექტები, რომელიც შემდეგში გარკვეულ შემოსავალს მოუტანდა მათ.

შეიქმნა ელექტრონული ვალუტები, შემდეგ ამას მოჰყვა კრიპტოგრაფული ვალუტები, რომელიც ამჯამად ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში. მის ირგვლივ იქმნება სხვადასხვა პროექტები და ჭკვიანი, ე.წ. „სმარტ-კონტრაქტები“, რაც პროგრამირების ენის ცოდნის სადავეებს შეიცავს.

დაუბრუნდეთ ჩვენს კრიპტოგრაფულ ვალუტებს - ინტერნეტში უკვე მრავლად არის ინტერნეტ ფინანსური პროექტები, რომლებიც თავის მხრივ სთავაზობენ მომხმარებლებს თანხის გამომუშავებას. ამ პროექტებიდან ბევრი შეიცავს ფინანსური პირამიდის ნიშნებს, ამიტომ საჭირო და აუცილებელია, გულდასმით გავეცნოთ პროექტის საიტებზე დადებულ ე.წ. „თეთრ ქაღალდს“(White Paper) და რისკების სწორი შეფასებისა და ანალიზის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება პროექტში ჩართვისა ან არ ჩართვისა.

ერთი ასეთ საინტერესო პროექტს სრულად შემთხვევით გადავაწყდი უსაზღვრო ინტერნეტ სივრცეში და ეს გახლდათ ადამიანის აქტივობით ან აქტივობის ხარჯზე თანხის გამომუშავება. პროექტს ერქვა “Stepcoin”. (http://www.stepcoin.net)

აქტივობაში იგულისხმებოდა სპორტული სიარული ან სირბილი დღის განმავლობაში მინიმუმ 30 წუთიდან და მაქსიმუმ 120 წუთამდე. რა თქმა უნდა, რომ ეს პროექტიც შეიცავდა ფინანსური პირამიდის ნიშნებს, მაგრამ რისკების სწორი შეფასებით ყველაზე მომგებიანი და ნაკლებად სარისკო იყო ყველაზე მინიმალური ინვესტიციის გაკეთება. მოკლედ, უფრო ინტერესის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი და ჩავერთე აღნიშნულ პროექტში.

სპეციალური მობილური აპლიკაციების დაინსტალირებისა და რეგისტრაციის სწორად გავლის შემდეგ, ჯერ სპორტული სიარულით (80ნაბ/წთ) და შემდეგ სირბილის მეშვეობით, აპლიკაციები ითვლიდნენ ჩემს აქტივობას და შესაბამისად რიცხავდნენ ელექტრონულ საფულეზე გამომუშავებულ ქულებს (პოინტებს), რომლებიც თავის მხრივ, კრიპტოვალუტების ბირჟაზე გატანის დროს, კონვერტირდებოდნენ როგორც კრიპტო ქოინებად ან როგორც ხშირად უწოდებენ, კრიპტო მონეტებად.

5,5-6 თვის განმავლობაში შევძელი დამეგროვებინა 41 200 პოინტი. ეს პოინტები დამიგრივდა არამარტო სირბილის ხარჯზე, არამედ ნებისმიერი გადაადგილებაც კი ითვლებოდა თუ არ არღვევდი მოძრაობის სიჩქარის პარამეტრებს (80 ნაბიჯი/წუთში).

ჩემი თავდაპირველი ინვესტიცია შეადგენდა 50$, რამაც გამომამუშავებინა 412$. აღნიშნული კოინი (STPCვაჭრობდა ბირჟა C-CEX და მისი ფასი შეადგენდა 0,01$.

გარდა გამომუშავებისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემი ცხოვრება უფრო აქტიური გახდა ზუსტად ამ პროექტის ხარჯზე. სისტემატურმა სპორტულმა აქტივობებმა გადამაწყვეტინა, თავი დამენებებინა სიგარეტის მოწევას. დილით სირბილმა და სხვადასხვა ვარჯიშებმა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

ამჟამად კი კვლავ აქტიურად ვეძებ მსგავს პრეოქტებს ინტერნეტში.

2018 წლის ბოლოს დაგეგმილია ახალი პროექტის ამუშავება, რომელიც მოიცავს ველოსიპედებით ვარჯიშებს და ამ სპორტული აქტივობის ხარჯზე თანხის გამომუშავებას. კომპანია “Tron Fundation”_სა და კომპანია O.BIKE(https://www.o.bike) შორის გაორმებულია ხელშეკრულება მსგავსი პროექტის განხორციელების თაობაზე.

ესე იგი,  მომიწევს კარგი სპორტული ველოსიპედის შეძენა.

 

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 1597 times Last modified on კვირა, 15 ივლისი 2018 11:26

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი