მარინა ბეგლარიშვილი - თვითნასწავლი შემოქმედი, ვინც ქარგვას ახლა სხვა ქალებს ასწავლის

Rate this item
(0 votes)

ბავშვობაში ხმელი ფოთლების, წიწვების, სხვადასხვა „ტყის ნობათი“ გახდა მარინა ბეგლარიშვილის შთაგონების წყარო. აგროვებდა და ინახავდა. გონებაში ხატავდა, ძერწავდა, ქმნიდა ესკიზებს. არავის უსწავლებია, ნელ-ნელა, მოგვიანებით თავად ისწავლა ყველაფერი. 

 niko firosmani

ბუმბული ან ნებისმიერი მასალა, რომელიც შეიძლება სხვამ გადაყაროს, მარინა ბეგლარიშვილი აგროვებს მათ და სილამაზედ აქცევს.

meezovis naqargi

უყვარს პეიზაჟების და ქალების გამოსახვა. ამბობს, რომ ყველა სურათი ორიგინალურია და არავის ნახატს იმეორებს. გამონაკლისი ფიროსმანის ტილოებია, რომელიც მას 

განსაკუთრებით უყვარს და თექის სურათებში აცოცხლებს „მეეზოვეს“, „მეთევზეს“, „მარგარიტას“...

მუშაობს თექაზე, სხვადასხვა მასალებისგან აკეთებს სურათებს. იყენებს მხოლოდ ბუნებრივ მასალას.

ერთ-ერთი სასტუმროსგან შეკვეთაც კი მიიღო, ჰოლი თექაში „გაცოცხლებული“ ფიროსმანის ნახატებით გაეფორმებინა.

თავად მალავს, მაგრამ კარგად ხატავს. მიიჩნევს, რომ ნახატების დიდი ნაწილი ესკიზებია, რომ მომავალში იმ სურათის შესაქმნელად გამოადგეს, რომელსაც სხვადასხვა მასალებისგან შექმნის.

პერიოდულად ჩართულია პროგრამაში, რომელსაც ორგანიზაცია „ქალი და განვითარება“ ახორციელებს ქალებისთვის, მათ ხელსაქმეს ასწავლიან. სწავლების და მუშაობის პროცესი დიდ ბედნიერებას ანიჭებს.

ბევრ გამოფენაზე ყოფილა და ახლაც სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას.

პროფესიით ფილოლოგის მთავარი საქმიანობა და ჰობი მისი ხელსაქმეა.

 

 

 

 

Read 2058 times Last modified on სამშაბათი, 20 მარტი 2018 07:57

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი