ძველი ხის კარები გორში და ანის ობიექტივში

Rate this item
(0 votes)

გორში, სეირნობისას, ძველი ხის კარები ალბათ ბევრ ჩვენგანს შეუმჩნევია. თუმცა მათ, ვისაც ამ კარებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, მათი ნახვა ანი პაპელიშვილის ფოტოებზე შეუძლიათ. 

ანი პაპელიშვილი გორში ცხოვრობს. ამ კარების გადაღება მან 2017 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. თარიღი ზუსტად ახსოვს. 

anos karebebi 2

 

"ხშირად და უმეტეს წილად ქალაქში ფეხით დავდივარ და თვალში ბევჯერ მომხვდა ადრე ბავშვობაში შემჩნეული კარები. პირველი, რაც გადავიღე, ნინოშვილზე რომაა, ის კარია. მერე დავფიქრდი, რომ ამ კარის გარდა კიდევ ბევრი იქნებოდა ასეთი და მათი გადაღება გადავწყვიტე", - ამბობს ანი.

 

anis karebebi 3

 

 

"შევამჩნიე, რომ ამ კარების გვერდით ოჯახებს მყარი, რკინის კარები დაუყენებიათ დაკონტრასტია. ამიტომ გადავწყვიტე მათი გადაღება. ვიცი, მალე ეს კარებიც აღარ იქნება. ამიტომაც ვცდილობ, მოღრუბლულ ამინდში გადავიღო, რომ ფერები ისეთი იყოს, როგორიც რეალურად აქვთ."

 

anos karebebi 4

 

ანის ფოტოები გადაღებული აქვს ჩიტაძის, რუსთაველის, წერეთლის, გიგაშვილის, თბილისის, პუშკინის, ყაზბეგის, შარტავას, ნინოშვილის და თუთარაშვილის ქუჩებზე. ამბობს, რომ გადაღებები ამით არ დაუსრულებია. 

Read 7026 times Last modified on სამშაბათი, 20 მარტი 2018 09:08

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი