იოსებ მაკრახიძის "დაუმორჩილებლობა" მოგებული ტენდერების ფონზე

ერთ-ერთი პარლამენტარი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირა, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეასამოქალაქო საზოგადოება ფიქრობს, რომ დეპუტატების ნაწილმა კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის მითითების ჩააგდეს, თუმცა ამას ივანიშვილი უარყოფს და ამბობს, რომ მან უბრალოდ მაჟორიტარების დარწმუნება ვერ შეძლო.

 

იოსებ მაკრახიძე - დეპუტატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა "ვერ დაარწმუნა"

იოსებ მაკრახიძე გორში მაჟორიტარობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა.

პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, დეპუტატის კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში. დღეის მდგომარეობით, მაკრახიძეს 92 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ამისთვის მან რადიო "მოზაიკასთან" საუბარში "ქართული ოცნებას" მადლობაც გადაუხადა.

"ეს ხელისუფლება მე უკვე მაფასებს, აბა დაფასება არ არის, რომ ვმუშაობ, ტენდერებს რომ ვიგებ? სხვათა შორის, ვაპირებ უახლოეს პერიოდში ამოვკრიფო და გამოვაქვეყნო მონაცემები 2016 წლიდან დღემდე რამდენი ტენდერში მივიღე მონაწილეობა, რამდენი მოვიგე და რამდენი წავაგე", - თქვა მიმდინარე წლის ივნისში მაკრახიძემ.

მისი კომპანიების თანამშრომლობამ სახელმწიფოსთან ეჭვები არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში გააჩინა.

კვლევის მიხედვით, გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში მის პარლამენტში არჩევამდეც მონაწილეობდნენ, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევით დადგინდა, რომ დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში სწორედ მისი კანდიდატად დასახელების შემდეგ დაწინაურდნენ.

სამოქალაქო სექტორი მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში პასიურობის გამოც აკრიტიკებდა.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ის მდუმარე დეპუტატების ნუსხაშია. მაკრახიზე ამის საპასუხოდ ამბობს, რომ მთავარი ხმის ამოღება კი არა, საქმის კეთებაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაკრახიძე არასოდეს წასულა ხელისუფლების წინააღმდეგ.

"მე ოპოზიციონერი არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნები“, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ აპრილში.

დეპუტატი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია.

მან გასულ წელს სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი გადაურიცხა, უფრო ადრე კი 2016 წელს ამდენივე „ქართულ ოცნებას“ შესწირა.

პარლამენტში მოხვედრამდე, იოსებ მაკრახიძეს პატიმრობაც ემუქრებოდა. მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა-მითვისებაში ედავებოდნენ, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" მაკრახიძეს ამნისტია შეახო და სასჯელისგან გაათავისუფლა. რამდენიმე თვეში კი, მაჟორიტარ-კანდიდატად წარადგინა. 

 

Read 621 times Last modified on ნოემბერი 15 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი