Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 30 ნოემბერი 2019 16:10

რას ნიშნავს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია

Written by
Rate this item
(0 votes)

რას ნიშნავს და რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია? - ვეცდები, ჩემი წერილით, სწორედ ამ კითხვას ვუპასუხო. 

ავტორი: მარიამ თედლიაშვილი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 16-დღიანი კამპანია სხვა მნიშვნელოვან თარიღებსაც მოიცავს. მათ შორისაა:

 

ჩვენი ორგანიზაცია ყოველ წელს უერთდება ამ კამპანიას, რადგან დაარსების დღიდან (2010 წელი) ჩვენი პრიორიტეტი იყო და არის ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ თანასწორობის გარეშე შეუძლებელია ღირებულებებზე მდგარი, ღირსეული და სამართლიანი საზოგადოების არსებობა, რომელზეც დამოკიდებულია პოზიტიური, სოციალური ცვლილებები.

გენდერული თანასწორობის ისტორია არის ქალსა და მამაკაცს შორის ინტელექტუალურ, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთობების ისტორია. ის სხვადასხვა ქვეყნებში და კულტურებში განსხვავებულია.

უმრავლეს შემთხვევაში, პატრიარქალური კულტურა ჩარჩოებში აქცევს ქალს, რომლისთვისაც საზოგადოებრივი ასპარეზი დაკეტილი სივრცეა იმ მრავალი შეხედულებისა და სტერეოტიპის არსებობის გამო, რომლებიც კვებავენ თაობებს; ღირებულებები, რომელსაც ჩვენ, როგორც ინდივიდები, თუნდაც სოციუმი, ვნერგავთ აღზრდაში, უსამართლოა ქალთან მიმართებაში.

ამასთან ძალადობა ოჯახში არ არის ერთადერთი პრობლემა. ქალები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, უთანასწორო მოპყრობას. ხდებიან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული, სექსისტური და ტრადიციაში დანერგილი შეხედულებების მსხვერპლნი. ამგვარ დისკრიმინაციულ გარემოში ქალებს უჭირთ დაარღვიონ დუმილი და საჯაროდ ისაუბრონ მათთვის ტაბუირებულ თემებზე (შიშზე, ძალადობაზე, დისკრიმინაციაზე, სექსუალურ შევიწროვებაზე), რომელსაც ისინი განიცდიან.

პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა კვლავაც დაბალია. დაბალია გადაწყვეტილების მიმღები ქალების რიცხვი - სიღარიბე და სხვა ბარიერები ასევე გავლენას ახდენენ ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

გენდერული თანასწორობა დემოკრატიის ერთ-ერთი ღირებულებაა. ჩვენ კი დემოკრატიას ვაშენებთ. მაშასადამე გვმართებს მეტი მონდომებით ვებრძოლოთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დისკრიმინაციის მიზეზი ხდება და რომელიც არაერთია ჩვენს რეალობაში.

წელს კამპანიის თემად სექსუალური შევიწროვება დასახელდა, სექსუალური შევიწროვება ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმაა ძალადობის ფორმებს შორის. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ თემაზე არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა შიდა ქართლის რეგიონში გასულ წელს და წელსაც ჩავთვალეთ, რომ ამ თემაზე საუბრის გაგრძელება კვლავაც საჭირო იყო.

ვაწარმოებთ კვლევასაც, რომელმაც უნდა გვაჩვენოს რა პრობლემები არსებობს ამ თემასთან მიმართებაში და ზოგადად რა ინფორმაციას ფლობენ ქალები სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით რეგიონში.

როგორც წესი, მსგავს ქმედებებზე ქალები დუმილს ამჯობინებენ და არც სამართლებრივი რეგულაციები არ იციან.

 თუმცა მხოლოდ რეგულაციები ვერ გადაწყვეტს პრობლემებს, თუკი არ გამოცხადდება როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან ქალთა მიმართ არსებულ ნებისმიერ ძალადობრივ ფორმაზე ნულოვანი ტოლერანტობა. აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ხვეწს საკანონმდებლო ბაზას ქალთა მიმართ ძალადობასთან გასამკლავებლად და აძლიერებს ინსტიტუციურ მექანიზმებს (მაგ. გენდერული თანასწორობის საბჭოები ადგილობრივ დონეზე), ამასთან ამ პროცესებში სამოქალაქო სექტორის (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) მიერ შეტანილი წვლილი, საქმიანობა და ჩართულობა უდაოდ დიდი და მნიშვნელოვანია.

16-დღიანი კამპანიაც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას.

Read 966 times Last modified on კვირა, 01 დეკემბერი 2019 14:32