"დედა ენა" და იაკობ გოგებაშვილი

აპრილი 14 2018

იმისთვის, რომ ქართველებს ქართულ ენაზე გამართულად წერა-კითხვა შეგვძლებოდა, იაკობ გოგებაშვილმა „დედა ენა“ დაწერა. სწორედ ეს სახელმძღვანელო იქცა სკოლის პირველ საფეხურზე მოსწავლეების მეგზურად.

 „დედა ენის" ავტორი 1840 წელს გორის რაიონ სოფელ ვარიანში მღვდვლის ოჯახში დაიაბა. სწავლა ჯერ სასულიერო სემინარიაში დაიწყო, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო. 1861 წელს სასწავლებლად კიევის სასულიერო აკადემიაში წავიდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ორ წელიდაში სამშობლოში დაბრუნება მოუხდა.

1864 წელს იაკობმა თბილისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მისი აქტიური და პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობა სინოდსა და მეფის ხელისუფლებას არ მოეწონათ, 1874 წელს იგი პოლიტიკურად არასაიმედოდ გამოაცხადეს და თანამდებობიდან მოხსნეს. ხელისუფლების ამგავრი დამოკიდებულების გამო, იაკობ გოგებაშვილს სახელმწიფო სამსახურში აღარ უმუშავია და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა.

განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. იგი აქტიურად იბრძოდა სახალხო სკოლების დამკვირდებისთვის. იგი ამისთვის არც მატერიალურ სახსრებს იშურებდა, იგი ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს განათლების მიღებაში, გარდა ამისა სისტემატიურად უგზავნიდა ფულს საზღვარგარეთ წასულ ქართველ სტუდენტებს.სიკვდილის წინ კი მთელი თავისი ქონება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავცელებელ საზოგადოებას“ გადასცა. იაკობ გოგებაშვილმა შემოიტანა ქართულ სკოლებში აღმზრდელობითი სწავლების იდეა. გარდა ამისა, იგი ასევე არის ქართული საბავშვოლი ლიტერატურის ფუძემდებელი. ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები პედაგოკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვან პრობლემაზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილი სასკოლო სახელმძღვანელოები, როგორებიცაა: „ბუნების კარი“, „დედა ენა“, „რუსკოე სლოვო“, „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის. ამ სახელმძღვანელოებმა დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში.

იაკობ გოგებაშვილი 1912 წელს გარდაიცვალა. თავდაპირველად ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, შემდეგ კი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი