ბორჯღალი - ახალგორელი შემოქმედის სახელოსნო და მუზეუმი

Rate this item
(0 votes)

თუ ძველისძველი ჩარხის ხმა წეროვანის დევნილთა დასახლებაში გაისმა, მეზობლები ხვდებიან, რომ ზაზა გათენაშვილი მუშაობას შეუდგა. ხეზე კვეთის ოსტატი, უკვე მეათე წელია, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. გათენაშვილი ახალგორიდანაა. წეროვანში 2008 წლის ომის შემდეგ დასახლდა.

ხეზე კვეთა ბავშვობაში ისწავლა. მამის, დიდოსტატ გოგი გათენაშვილის კვალს გაჰყვა. მისი ბიძაც ამ საქმეს ემსახურება. ხეზე კვეთა გათენაშვილების საოჯახო პროფესიაა.

ზაზას ნამუშევარი 2

ხეზე კვეთა თბილისში ისწავლა. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ერთი პერიოდი თბილისში ცხოვრობდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ხეზე კვეთას ასწავლიდა.

წეროვანში მალევე დაბრუნდა. დიდხანს ვერ გაძლო საყვარელი საქმის გარეშე და სახლთან ახლოს, პატარა სახელოსნო გააკეთა. მალევე, მისი ნამუშევრებით კულტურის სამინისტრო და ეროვნული ფოლკლორის ცენტრი დაინტერესდა. მას შემდეგ უკვე მათი მხარდაჭერით მუშაობს.

გათენაშვილმა მოსწავლეებთან ერთად რამდენიმე გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ორკვირიანი გამოფენა ჰქონდათ ფოლკლორის ცენტრში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რასაც მალე იუნესკოს მიერ ორგანიზებული გამოფენა მოჰყვა. იყო სხვა გამოფენებიც ქალაქურ დღესასწაულებზე.

ზაზას ნამუშევარი 3

 

მიღწეული წარმატების შემდეგ, საჭირო გახდა უფრო დიდი სახელოსნოს აშენება. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციის „ხალხური რეწვის ასოციაცია“ და ახალგაზრდობის დეპარტამენტის დახმარებით მან ახალი სახელოსნო მოაწყო.

სახელოსნოსთან ახლოს პატარა შენობა დგას. ეს მუზეუმია, სადაც გათენაშვილი საკუთარ და მოსწავლეების ნამუშევბრებს ინახავს. მუზეუმი ახალგორშიც აქვს, ცხავატური კერამიკის კუთხით, საქსოვი დაზგებით და მამამისის, გოგი გათენაშვილის ნამუშევრებით. სწორედ იქიდან ჩამოიტანა ზაზამ წეროვანის მუზეუმში ძველი დედაბოძი და მამის გაკეთებული ძველებური ტახტი.

მის სახელოსნოს „ბორჯღალი“ ქვია და ნამუშევრებშიც ყველგან გვხვდება ბორჯღალი, როგორც ქართული სიდიადის, სიცოცხლის და დაუსრულებელი წრის სიმბოლო.

ზაზას ნამუშევარი 4

ამჟამად ზაზა კიდევ ერთი საქმით არის გატაცებული - ფირზე აღბეჭდავს ქსნის ხეობის ხედებს. ცდილობს ფოტოკამერით გააცოცხლოს ეკლესია-მონასტრების თუ ციხე-სიმაგრეების ისტორია. ფოტოალბომი მალევე, მის მუზეუმში გამოიფინება

 

Read 1661 times Last modified on ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018 11:06

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი