წერილები

წერილები 53

ავტორი: ნინო ოქროპირიძე

 

1990 წლის დეკემბრის თვე იყო. ეს ომის პერიოდია. ცხინვალიდან  ახალი გამოსულები ვიყავით  და რაღაც დროის მანძილე ბებოს სახლში 3 ოჯახს ერთად გვიწევდა ცხოვრება. მახსოვს განწყობა მქონდა ძალიან მძიმე, მენატრებოდა ჩემი ქალაქი, სახლი, სკოლა, მაგრამ ვხვდებოდი, რაღაც საშინელება ხდებოდა და ვერასოდეს ვერ დავბრუნდებოდით იქ, სადაც ლამაზი ბავშობა მაკავშირებდა. ოჯახში შფოთავდა და  ნერვიულობდა ყველა, დაწყებული ოჯახის უფროსიდან დამთავრებული უმცროსით. ამ დროს განწყობას მიმძიმებდა ის გარემოებაც, რომ ახალ გარემოს. სკოლას  უნდა შევგუებოდი დისევში. ვგრძნობდი, ჩემს შიგნით ვიღაც პრინციპულად უარყოფდა ახალ გარემოს.


ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი

გასული წლის აგვისტოს ერთ უწყინარ საღამოს, იტალიის ალპების ერთ-ერთი მოზრდილი გორაკიდან კარგად მორყეული ველოსიპედით მოვქროდი და ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, პირველი ქართველი ვყოფილიყავი, ვინც ალტო ადიჯეს რეგიონში ალპებიდან ველოსიპედით დაეშვა.


სენტიმენტები პროფესიიდან

ოთხშაბათი, 31 იანვარი 2018 14:52 Written by

ავტორი: თათია გოგოლაძე

2008 წლის ომი ახალი დასრულებული იყო,  ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობა რომ დავიწყე. პირველი ეტაპი ომით დაზარალებულ სოფლებში ჩასვლა და კონფლიქტის შედეგებზე  მასალის მომზადება იყო.


უხილავი ზღვარი

პარასკევი, 26 იანვარი 2018 13:54 Written by

ავტორი: ლუკა ბედოშვილი

ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რა გვაქცევს საზოგადოებად. რა არის ის, რამაც შეიძლება ადამიანები ერთმანეთს დაუკავშიროს, საერთო იდეის გარშემო გააერთიანოს, უბრალოდ ხალხით დასახლებული ადგილი სოციალურ სივრცედ აქციოს. ალბათ ერთი მიზეზის თუ საშუალების ძიება არასწორია და ბუნებრივია, როგორც უმეტეს შემთხვევაში, აქაც უამრავი ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, მაგრამ მაინც საინტერესოა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობის მიხედვით ადამიანის რომელ თვისებას გამოვარჩევდით ყველაზე მეტად.


ავტორი: ნიკა წიქარიძე

ალბათ, ბევრს გსმენიათ ამბავი გამოქვაბულის შესახებ, თუმცა სათქმელისთვის, მოკლედ მოყოლა მაინც მომიწევს. არსებობდა გამოქვაბული, სადაც ასეთი სიუჟეტი ვითარდებოდა: ორი ადამიანი, პატარა კლდის წამონაზარდზე მიეჯაჭვათ, რომელიც ერთგვარ ნიშას წამოადგენდა. მათი ხედვის არეალი კი მხოლოდ ერთი, გამოქვაბულის სიღრმისკენ, კედელზე იყო მიმართული. უკან, ნიშის თავზე, მუდმივად ენთო ცეცხლი და ცეცხლის წინ, სხვასასხვა ბუტაფორიებს, მონაცვლეობით ამოძრავებდნენ. ისე, რომ მათი ჩრდილები ამ კედელზე ირეკლებოდა. ამ ორი ადამიანის ცოდნა სამყაროს შესახებ, მხოლოდ ამ გამოქვაბულით, ცეცხლის ნათებით და ჩრდილებით შემოიფარგლებოდა. ნამდვილი სისასტიკეა.


ფოტოგრაფი, როგორც მკვლევარი

სამშაბათი, 16 იანვარი 2018 10:01 Written by

ავტორი: ნიკა სომხიშვილი

ვფიქრობ, ფოტოგრაფისთვის მნიშვნელოვანია იყოს მკვლევარი - არ იღებდეს უბრალოდ გარემოს ისეთს, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მიყვარს ისინი ვინც ცდილობენ დაინახონ უფრო მეტი, ვიფრე მხოლოდ ფორმა. ხშირად ვცდილობ, გადავიღო ის, რაც ჩემს შიგნით ხდება, რასაც განვიცდი, შევიგრძნობ, რაზეც ვფიქრობ იმ მომენტში, ვიკვლევ ჩემს თავში მიმდინარე პროცესებს, იმას რაც განმსაზღვრავს მე. ფოტოგრაფია კომუნიკაციის საშუალებაა ჩემსა და გაუცხოებულ სამყაროს შორის.


ავტორი: გიორგი ზაზარაშვილი (მოსწავლე)

- რა არის ჩემთვისგანათლება“?

  განათლება, ეს არის ცნება, რომელიც ჩემთვის ნიშნავს ნათელ წერტილს უკუნით სიბნელეში, ქვესკნელში ანთებულ ჩირაღდანს და ცისკრის ვარსკვლავის გამოძახილს ღრუბლიან ცაზე.

- რას ნიშნავს ჩემთვისგანათლებული“?


ავტორი: კახაბერ ქარელიძე

 

 

ფოტოგრაფისთვის, რომელიც  დაკავებულია ხედების გადაღებით, მისწრებაა ისეთ ქალაქში ცხოვრება, სადაც ერთი კი არა, რამდენიმე შემაღლებული ადგილია. გორს ამ მხრივ დასაკვეხნი საკმაოდ ბევრი აქვს - ქალაქში რამდენიმე ასეთი ადგილი არსებობს არსებობს: გორიჯვრის მთა, კვერნაკის მთა, გორის ციხე და ა.შ. მოკლედ, ქალაქის გადაღება შესაძლებელია სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და ცენტრიდანაც. მარტივად რომ ვთქვათ, საბედნიეროდ, ხედების გადაღება თუ მოგინდა, შესაბამის ადგილას მარტივად მოხვდები. 


დედობამდე საკითხავი

პარასკევი, 12 იანვარი 2018 08:10 Written by

ავტორი: ლანა-ანა ფერაძე (მასწავლებელი)

 

ყველაფერი 8 წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საერთოდ არ ვიყავი მზად ოჯახის შესაქმნელად.  არც ვაციე,  არც ვაცხელე და ბაბუს ნატვრა ავუსრულე: „წლის თავზე ბიჭი გაგეჩინოს“, - ასე დამლოცა ჯვრისწერის დღეს და ზუსტად ერთი წლის შემდეგ ოქროსთმიანი ბიჭი მეყოლა. 


ავტორი: თამარ უთნელიშვილი 

მინდა, მარადიულ პრობლემაზე გესაუბროთ, ისეთზე, ყველა დროის ყველა თაობას რომ აწუხებს, უფრო სწორად, ახასიათებს და იმდენად მარადიულია, რომ პრობლემას კრებითი სახელი, “თაობათა ბრძოლაც“ კი შეარქვეს. ამ პრობლემაზე, რასაკვირველია, ყოველთვის არსებობდა ცალკეული პიროვნებების აზრები. ჩემი მოსაზრებაც, ეგებ, წაადგეს ვინმეს. მაშ ასე:


გვერდი 4 სულ 4

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი