70 წლის თამარ დავითაშვილს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 2 შვილთაშილი ჰყავს. პროფესიით მასწავლებელ ბებიასთან შვილიშვილები დროს ბედნიერად და საინტერესოდ ატარებენ. ერთად გეგმავენ და ქმნიან ისეთ თავგადასავლებს, რომლებიც 70 წლის თამარს ოცნებების ასრულებაში ეხმარება.
თიკამ სამი წლის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში დიდი თოვლის ბაბუა დაინახა და მისი ყიდვა მოუნდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმაზე გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე წარმოედგინა. თოვლის ბაბუა კარგად დაათვალიერა და პირველად დაფიქრდა, რამდენად შეძლებდა მისი მსგავსის დამოუკიდებლად გაკეთებას.
20 წელი სრულდება, რაც მეუფე ანდრია (გვაზავა) ატენის და გორის მიტროპოლიტია. 2001 წელს ის ჯერ სამთავისისა და გორის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში. 2013 წელს, ეპარქიის ორად გაყოფის შემდეგ კი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი გახდა.
ავტორი: ნათია სიდამონიძე
„ერთი შეხედვით მიხვდები, რომ საჭესთან ქალი ზის“, „საჭე ქალის საქმე არ არის“, „ფრთხილად, საჭესთან ქალია“ და მსგავს შეფასებებს ხშრად გაიგონებთ. მიუხედავად იმისა, რომ საგზაო შემთხვევების შედარებით დიდი წილი კაც მძღოლებზე მოდის, საზოგადოება ცუდ მძღოლებად მაინც ქალებს მიიჩნევენ. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ პროფესიონალი მძღოლების გენდერული ბალანსი ყოველწლიურად იცვლება.
ავტორი: ნია რობანიშვილი
საჯარო სამსახურებში, ხელმძღვანელ პოზიციებზე ძირითადად კაცები მუშაობენ. ქალების წარმომადგენლობა ამ თვალსაზრისითაც მინიმალურია. რადიო „მოზაიკა“ რამდენიმე ქალს ესაუბრა, რომლებიც გორის მერიის სხვადასხვა სამსახურებს ხელმძღვანელობენ.
ავტორი: მარიამ წიქარიძე
ჟურნალისტიკა ზოგისთვის პროფესია, საყვარელი საქმე, ცხოვრების წესი და უბრალოდ საქმეა, რომლის კეთების დროსაც ირგვლივ ყველაფერი გავიწყდება. ზოგისთვის ჟურნალისტიკა დღე-ღამეში 24 საათი დ კვირაში 7 დღეა.
ავტორი: მარიამ ქარელი
ნანა ზუმბულიძე პროფესიით მენეჯერ მარკეტოლოგია და ამავე საქმიანობით არის დაკავებული. ნანა 26 წლისაა და 3 წელია, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ხელდასხმული ქალი ღვთის მსახურია. ეკლესიაში ბავშვობიდან დადის, რადგან მისი ბებია გორის ეკლესიის წინამძღოლია.
ჯემალ ინჯიას გორში ყველა იცნობს. მისი ლექსებიც არაერთ ადამიანს მოსწონს. ინჯიას შემოქმედებას ლიტერატურულ წრეებშიც აღიარებენ, რასაც პოეტის ჯილდოებიც მოწმობს.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად დანახვა არაერთმა ადამიანმა შეძლო. ერთ-ერთი ასეთი თეა წაველიძეა, რომელიც ხელნაკეთ ბროშებს აკეთებს.
ავტორი: ეთო სამნიაშვილი
ქალებმა, რომლებმაც საკუთარი პროფესია სპორტს დაუკავშირეს, წარმატებას მიაღწიეს და ამით არაერთი სტერეოტიპი დაამსხვრიეს.
ავტორი: ლიკა ომაძე
მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ სამხედრო სამსახური ქალის საქმე არ არის, ვინაიდან, ,,ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელია’’ ამ სტერეოტიპებს კი ამსხვრევს ქალი, რომელიც ცენტრალური აფრიკის მისიაში პირველი და ერთადერთი ქალია საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. ასევე პირველი და ერთადერთია, ვისაც ცენტრალური აფრიკის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული დამსახურებისთვის მედალი გადასცა. გარდა ამისა, იგი სამხედრო სფეროში სამხედრო დამსახურებისთვის შვიდჯერ არის დაჯილდოვებული.
თეო ვაზაგაშვილმა საახალწლო დეკორაციების შექმნა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც ამბობს, ამ საქმიანობით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა დროის უქონლობის გამო ამ საქმიანობით დაკავებას ხშირად ვერ ახერხებდა. პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვიტა რომ დეკორაციებზე მუშაობა ინტენსიურად დაეწყო.
"უდაბნოელი", - ასე ჰქვია კრებულს, რომელიც გორელმა მწერალმა ნათია ხადურმა დაწერა. მასში გაერთიანებულია ლექსები და რომანი, "მოპარული ვნება".
"საახალწლო ქალაქი" - ასე ჰქვია დეკორაციებს, რომელსაც ქეთი წიწიკაშვილი შვილებთან ერთად ქმნის.