ადამიანური ისტორიები

ადამიანური ისტორიები 134

ბავშვობაში ხმელი ფოთლების, წიწვების, სხვადასხვა „ტყის ნობათი“ გახდა მარინა ბეგლარიშვილის შთაგონების წყარო. აგროვებდა და ინახავდა. გონებაში ხატავდა, ძერწავდა, ქმნიდა ესკიზებს. არავის უსწავლებია, ნელ-ნელა, მოგვიანებით თავად ისწავლა ყველაფერი. 


ავტორი: ნინო მინდიაშვილი

მოგესალმებით მზიანი ისრაელიდან, ამ დალოცვილი და მადლიანი მიწიდან. დავიბადე ცხინვალში. იქ გავიზარდე. სასკოლო განათლება კი ზემო ნიქოზში მივიღე. მიყვარს ჩემი სოფელი. ახლაც კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ბავშვობაში.


მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე ეხერხებოდა ხელსაქმე, იცოდა ქსოვა და კერვა, ნატალია გიუნაშვილმა საკმაოდ გვიან, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში შრომის პედაგოგად მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მაკრამე და ნაჩეჩით ქარგვა ესწავლა.


გობელენი, თექა - ნინო კორკოტაშვილი ხალიჩებს ძირითადად ამ მასალებით ამზადებსის იმ იშვიათ ხელოვანებს მიეკუთვნება, ვინც თვითნასწავლი არ არის. ნინოს ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.


ზურა მურადაშვილს ბავშვობიდან უყვარდა „ჩხირკედელაობა“. ამბობს, რომ ბევრი რამის შეკეთება შეეძლო, თუმცა ერთი კონკრეტული საქმით არასდროს ყოფილა გატაცებული.


პაპა იასონა

ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 08:54 Written by

ავტორი: მაია ბოლაშვილი

ივლისის მზე იწვერება დიცის თავზე. ჯერ კარგადაც არ გათენებულა, მარა უკვე ეტყობა, რა ხვატიცაა მოსალოდნელი. მთელი ღამე თეთრად გაათენა. ლოგინში ციბრუტივით იტრიალა, გადაბრუნდა და გადმობრუნდა, ან რა დააძინებდა? მოურწყავ, სიცხისგან გადამხმარ მიწაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა, ვეფხვივით ბორგავდა და რკინასავით გაუტეხელს დროდადრო ცრემლიც მოადგებოდა თვალზე, ოღონდ რა თქმა უნდა, ყველასგან მალულად. ცრემლს ვის დაანახვებდა?


   ავტორი: მარიამ გიგაშვილი

ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 11 წლის ვიყავი. სკოლაში გერმანულის სწავლა დავიწყე და გადავწყვიტე, სკოლის დამთავრების შემდეგ აუცილებლად გერმანიაში წავსულიყავი. წლები გადიოდა და აზრს არ ვიცვლიდი. 17 – 18 წლის ასაკში სკოლაში შევწყვიტე გერმანულის სწავლა და რატომღაც  ეს იდეაც დავივიწყე. გავხდი სტუდენტი, დავდიოდი ჩვეულებრივად უნივერსიტეტში. სულ ვწუწუნებდი, რომ არაფერი საინტერესო არ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მეორე კურსზე ვიყავი ჩემმა მეგობარმა რომ მითხრა გერმანიაში ვაპირებ წასვლას და შენც წამოდი, აქ რას აკეთებ და რა პერსპექტივა გაქვსო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურს ან იშოვი ან არა და  თუ იშოვე, კი იცი, რომ ის ხელფასი, რაც უნდა გქონდეს ვერაფერს გაგიხდებაო. რომ დავფიქრდი, ყველაფერი რეალური იყო. გავიხსენე ბავშვობის დროინდელი ოცნებაც და  უკვე განხორციელებას შევუდექი.


ავტორი: ლალი გიგაური

მე ლალი ვარ და ემიგრანტი... ვერ ვიტან ამ სიტყვას. მთრგუნავს მაგრამ რას ვიზამთ?! 24 წლის ვიყავი, როდესაც სრულიად მოულოდნელად ყველაფრის დატოვება და საქართველოდან წამოსვლა გადავწყვიტე. გეგმები არ მქონდა. მინდოდა, ცოტა ხნით ყველაფრისგან და ყველასgან დამესვენა. აი ასე, ავდექი და წამოვედი. ბოლო საათებში ჩალაგებული ბარგით. თბილისში, სტამბულში და ფრანკფურტშე ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: რას აკეთებ?


ავტორი: მაია ბოლაშვილი

არ მახსოვს და არც ვიცი, ვისი ნათქვამია "დრო სუნთქვასავით ფერ გადასულიო", თუმცა რაც წლები გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ცხოვრება მართლაც სულ ერთი წამია, - ერთდროულად მშვენიერი, ულმობელი, სუნთქვაშემკვრელიც და გულისდამწყვეტიც...


ანა თოფჩიშვილი სამკაულებს ამზადებს. განსაკუთრებით უყვარს საყურეების კეთება. თუმცა, მისი ნამუშევრების თვალიერებისას რწმუნდები, რომ ყველა სამკაული განსაკუთრებულია მისთვის.


გვერდი 9 სულ 10

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი