ავტორი: ინა ჩუხრუკიძე
„სად გაგიგონია, გოგოს წილებს აძლევდნენ?“; „გათხოვდი და გექნება სახლი“, – ხშირად სწორედ ეს არის მშბლების პასუხი იმ გოგონების მოთხოვნაზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოჯახის ქონებაზე ძმის მსგავსად წილი მათაც ეკუთვნით.
ავტორი: მედეა პავლიაშვილი
„სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის“. - ეს არის ამონარიდი საქართველოს უმაღლესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი მუხლიდან, რაც ამკვიდრებს ქალებსა და მამაკაცებს შორის უფლებრივ თანასწორობას.
ჯემალ ინჯიას გორში ყველა იცნობს. მისი ლექსებიც არაერთ ადამიანს მოსწონს. ინჯიას შემოქმედებას ლიტერატურულ წრეებშიც აღიარებენ, რასაც პოეტის ჯილდოებიც მოწმობს.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად დანახვა არაერთმა ადამიანმა შეძლო. ერთ-ერთი ასეთი თეა წაველიძეა, რომელიც ხელნაკეთ ბროშებს აკეთებს.
ავტორი: რუსკა ბუზიაშვილი
წარმოიდგინეთ, როგორი რთულია ზამთრის ცივი ამინდების დროს, ადგე თბილი საწოლიდან და გარეთ გახვიდე. ერთ დილას, ადრე მომიწია სახლიდან გასვლა. ჯერ კიდევ არ იყო გათენებული. ქალაქში სიჩუმე იყო. მანამდე არ მენახა ასეთი გორი. ერთი-ორ მანქანას თუ დაინახავდით, არც ხალხი იყო ირგვლივ. ჭავჭავაძის ქუჩა, სადაც მუდამ ხალხმრავლობა და ხმაურია, ცარიელი იყო. მხოლოდ ორი ხანშიშესული ადამიანი შემხვდა, მეეზოვეები იყვნენ. ადამიანები, რომლებიც ყოველ დილით, მაშინ, როდესაც ყველას გვძინავს, თბილი სახლებიდან გამოდიან და ჩვენ დანაგვიანებულ ქალაქს ალაგებენ.
ავტორი: ანა ჯაფარიძე
2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოში მცხოვრებ დიდს თუ პატარას, განურჩევლად, ყველას ახსოვს. განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებს, ვინც გამყოფი ხაზის სოფლებში ცხოვრობენ და ვინც სიტყვა „ოკუპაციასთან“ ერთად გაიზარდნენ.
ავტორი: ეთო სამნიაშვილი
ქალებმა, რომლებმაც საკუთარი პროფესია სპორტს დაუკავშირეს, წარმატებას მიაღწიეს და ამით არაერთი სტერეოტიპი დაამსხვრიეს.
ავტორი: ლიკა ომაძე
მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ სამხედრო სამსახური ქალის საქმე არ არის, ვინაიდან, ,,ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელია’’ ამ სტერეოტიპებს კი ამსხვრევს ქალი, რომელიც ცენტრალური აფრიკის მისიაში პირველი და ერთადერთი ქალია საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. ასევე პირველი და ერთადერთია, ვისაც ცენტრალური აფრიკის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული დამსახურებისთვის მედალი გადასცა. გარდა ამისა, იგი სამხედრო სფეროში სამხედრო დამსახურებისთვის შვიდჯერ არის დაჯილდოვებული.
ავტორი: მარიამ ქარელი
საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სტუდენტური დასაქმება გულისხმობს მუშაობას სწავლის სანაცვლოდ და არა მასთან ერთად. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, რომ დააფინანსონ სტუდენტის სწავლა და მისი ცხოვრება სხვა ქალაქში. ამიტომაც ახალგაზრდები საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად იწყებენ მუშაობას. სამუშაო ადგილების დეფიციტი კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა, რაც სტუდენტების დასაქმებაზეც, ცხადია, აისახება.