Published in წერილები Written by იანვარი 09 2018

ავტორი: თამარ უთნელიშვილი 

მინდა, მარადიულ პრობლემაზე გესაუბროთ, ისეთზე, ყველა დროის ყველა თაობას რომ აწუხებს, უფრო სწორად, ახასიათებს და იმდენად მარადიულია, რომ პრობლემას კრებითი სახელი, “თაობათა ბრძოლაც“ კი შეარქვეს. ამ პრობლემაზე, რასაკვირველია, ყოველთვის არსებობდა ცალკეული პიროვნებების აზრები. ჩემი მოსაზრებაც, ეგებ, წაადგეს ვინმეს. მაშ ასე:

Published in წერილები Written by იანვარი 09 2018

 

ავტორი: თამარა შოშიტაშვილი (ფოტომოყვარული)

 

შეუძლებელია, უბრალოდ აიღო კამერა და გადაიღო კარგი ფოტო  შთაგონების, იდეის გარეშე. სასურველი კადრის მისაღებად, როგორც საკუთარ თავზე მუშაობა, ასევე გარემოს შესწავლაა აუცილებელი. ხშირად ვფიქრობ, რომ სწორედ საკუთარი ყოველდღიურობით უნდა დავიწყოთ და სადღაც შორეულ ადგილებსა და ქვეყნებში არ უნდა გავრბოდეთ გადასაღებად.

Published in გაიხსენე ისტორია Written by იანვარი 08 2018

-           სად შევიკრიბოთ?

-           თეატრის ეზოში

მსგავსი დიალოგი ალბათ არც ერთ ჩვენგანს ეუცხოება, რადგან გორის თეატრთან მეგობრების, ახლობლების ნახვა ამ ქალაქში ჩვეულებრივი ამბავია. ამბობენ, რომ ბოლო წლებში, ადამიანები დროის გასაყვანად და თავის შესაქცევად არა მარტო თეატრის ეზოს, არამედ თავად თეატრსაც ხშირად სტუმრობენ. თუმცა, ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებთ. რამდენიმე სიტყვის თქმა უშუალოდ გორის თეატრის შენობაზე გვინდა.

Published in გაიხსენე ისტორია Written by დეკემბერი 31 2017

 

იყო პერიოდი, როცა კაცები ქალებს სუფრებიდანვე იტაცედნენ და სახლში ცოლებად ისვამდნენ. ვიღაცების გონებას და ბუნებას ეს ამბავი დღემდე რომ არ ეხამუშება, ახლა ამაზე არ მოვყვები. ლაპარაკს იმ შენობაზე ვაპირებ, რომელმაც ეს პერიოდიც გამოიარა და მერე, ათობით წელი, თავშეკავებული წყვილების პაემნებს და სასმლით გამთბარი უსახლ-კარო ადამიანების ღია ცის ქვეშ გატარებულ ღამეებსაც თავზე ადგა. მოკლედ, ლაპარაკი ამილახვრების სასახლეზეა. 

გვერდი 29 სულ 29

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი