Back to Top
რუბრიკები

ერთ-ერთი უძველესი დასახლება გორის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. უფლისციხე წერილობით წყაროებში პირველად მეშვიდე საუკუნეში იხსენიება. ისტორიულ-კულტურული ძეგლი არაერთ მხატვარს აქვს დახატული.

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ გორში დაბადებული მხატვრის რამდენიმე ნამუშევარს, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდა ძეგლი საუკუნეების წინ.

Comment

თუკი ისე მოხდა, რომ ვერ იხსენებთ, ვინ იყო ეკტარინე გაბაშვილი, გაიხსენეთ "მაგდანას ლურჯა". ეს მოთხრობა სწორედ მისი დაწერილია. ახლა კი გტავაზობთ გორში დაბადებული მწერლისა და საზოგადო მოღვაწის 5 ციტატას:

Comment

ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 12:54

პაპა იასონა

Written by

ავტორი: მაია ბოლაშვილი

ივლისის მზე იწვერება დიცის თავზე. ჯერ კარგადაც არ გათენებულა, მარა უკვე ეტყობა, რა ხვატიცაა მოსალოდნელი. მთელი ღამე თეთრად გაათენა. ლოგინში ციბრუტივით იტრიალა, გადაბრუნდა და გადმობრუნდა, ან რა დააძინებდა? მოურწყავ, სიცხისგან გადამხმარ მიწაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა, ვეფხვივით ბორგავდა და რკინასავით გაუტეხელს დროდადრო ცრემლიც მოადგებოდა თვალზე, ოღონდ რა თქმა უნდა, ყველასგან მალულად. ცრემლს ვის დაანახვებდა?

Comment

   ავტორი: მარიამ გიგაშვილი

ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 11 წლის ვიყავი. სკოლაში გერმანულის სწავლა დავიწყე და გადავწყვიტე, სკოლის დამთავრების შემდეგ აუცილებლად გერმანიაში წავსულიყავი. წლები გადიოდა და აზრს არ ვიცვლიდი. 17 – 18 წლის ასაკში სკოლაში შევწყვიტე გერმანულის სწავლა და რატომღაც  ეს იდეაც დავივიწყე. გავხდი სტუდენტი, დავდიოდი ჩვეულებრივად უნივერსიტეტში. სულ ვწუწუნებდი, რომ არაფერი საინტერესო არ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მეორე კურსზე ვიყავი ჩემმა მეგობარმა რომ მითხრა გერმანიაში ვაპირებ წასვლას და შენც წამოდი, აქ რას აკეთებ და რა პერსპექტივა გაქვსო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურს ან იშოვი ან არა და  თუ იშოვე, კი იცი, რომ ის ხელფასი, რაც უნდა გქონდეს ვერაფერს გაგიხდებაო. რომ დავფიქრდი, ყველაფერი რეალური იყო. გავიხსენე ბავშვობის დროინდელი ოცნებაც და  უკვე განხორციელებას შევუდექი.

Comment

ავტორი: ლალი გიგაური

მე ლალი ვარ და ემიგრანტი... ვერ ვიტან ამ სიტყვას. მთრგუნავს მაგრამ რას ვიზამთ?! 24 წლის ვიყავი, როდესაც სრულიად მოულოდნელად ყველაფრის დატოვება და საქართველოდან წამოსვლა გადავწყვიტე. გეგმები არ მქონდა. მინდოდა, ცოტა ხნით ყველაფრისგან და ყველასgან დამესვენა. აი ასე, ავდექი და წამოვედი. ბოლო საათებში ჩალაგებული ბარგით. თბილისში, სტამბულში და ფრანკფურტშე ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: რას აკეთებ?

Comment