Back to Top
რუბრიკები

ყველამ ვიცით, რომ უცვლელი არაფერია. მათ შორის არც იმ ქალაქის იერსახე, სადაც ვცხოვრობთ. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც იმ განსხვავებებს, რომელიც ქალაქის იერსახემ განიცადა, უფრო ნათლად დაგანახებთ. 

Comment

ნატო გაბუნია 1852 წელს გორში დაიბადა. დაიბადა. 12 წლის ასაკში ის გორში ერთადერთ საქალებო სასწავლებელში მიაბარეს. ნატო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სითამამით და არტისტულობით. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ითამაშა სპეკტაკლებში „ძალად ექიმი“ და „უჩინმაჩინის“ ქუდი. ნატოს ტალანტი უყურადღებოდ არ დარჩენია გიორგი ერისთავის ვაჟს, რომელმაც ნატოს მამას ურჩია, რომ გოგონა მასთან თბილისში ჩაეყვანა. თბილისელმა მაყურებელმა ნატო გაბუნია პირველად 1879 წლის მარტში იხილა. მართალია, სპეკტაკლში ეპიზოდური როლი შეასრულა, მაგრამ მაყურებელს თავი მაინც დაამახსოვრა.

Comment

პარასკევი, 26 იანვარი 2018 17:54

უხილავი ზღვარი

Written by

ავტორი: ლუკა ბედოშვილი

ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რა გვაქცევს საზოგადოებად. რა არის ის, რამაც შეიძლება ადამიანები ერთმანეთს დაუკავშიროს, საერთო იდეის გარშემო გააერთიანოს, უბრალოდ ხალხით დასახლებული ადგილი სოციალურ სივრცედ აქციოს. ალბათ ერთი მიზეზის თუ საშუალების ძიება არასწორია და ბუნებრივია, როგორც უმეტეს შემთხვევაში, აქაც უამრავი ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, მაგრამ მაინც საინტერესოა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობის მიხედვით ადამიანის რომელ თვისებას გამოვარჩევდით ყველაზე მეტად.

Comment

ავტორი: ნიკა წიქარიძე

ალბათ, ბევრს გსმენიათ ამბავი გამოქვაბულის შესახებ, თუმცა სათქმელისთვის, მოკლედ მოყოლა მაინც მომიწევს. არსებობდა გამოქვაბული, სადაც ასეთი სიუჟეტი ვითარდებოდა: ორი ადამიანი, პატარა კლდის წამონაზარდზე მიეჯაჭვათ, რომელიც ერთგვარ ნიშას წამოადგენდა. მათი ხედვის არეალი კი მხოლოდ ერთი, გამოქვაბულის სიღრმისკენ, კედელზე იყო მიმართული. უკან, ნიშის თავზე, მუდმივად ენთო ცეცხლი და ცეცხლის წინ, სხვასასხვა ბუტაფორიებს, მონაცვლეობით ამოძრავებდნენ. ისე, რომ მათი ჩრდილები ამ კედელზე ირეკლებოდა. ამ ორი ადამიანის ცოდნა სამყაროს შესახებ, მხოლოდ ამ გამოქვაბულით, ცეცხლის ნათებით და ჩრდილებით შემოიფარგლებოდა. ნამდვილი სისასტიკეა.

Comment

 

გორის ციხე ქალაქის თითქმის ყველა ადგილიდან ჩანს. ისტორიული ძეგლი გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე იყო, მის გარშემო კი მოსახლეობა ცხოვრობდა.

Comment