ავტორი: ლანა-ანა ფერაძე (მასწავლებელი)
ყველაფერი 8 წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საერთოდ არ ვიყავი მზად ოჯახის შესაქმნელად. არც ვაციე, არც ვაცხელე და ბაბუს ნატვრა ავუსრულე: „წლის თავზე ბიჭი გაგეჩინოს“, - ასე დამლოცა ჯვრისწერის დღეს და ზუსტად ერთი წლის შემდეგ ოქროსთმიანი ბიჭი მეყოლა.
„ხელნაკეთი ნივთები“ - თუ რომელიმე თქვენგანი ფეისბუქის საძიებო სისტემაში ამ ორ სიტყვას ჩაწერს, მარტივად მიაგნებს იმ ფერად-ფერად ნივთებს, რომლებსაც ორი მეგობარი ქმნის.
გორელების უმეტესობისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რატომ ჰქვია ამა თუ იმ ქუჩას კონკრეტული ადამიანის სახელი, რა დამსახურება აქვთ მათ ჩვენი ქალაქისა და ზოგადად ქვეყნის წინაშე.
1840 წელს სოფელ ვარიანში დაბადებული იაკობ გოგებაშვილი 1912 წელს გარდაიცვალა. რადიო "მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ ქართველი მწერლისა და საზოგადოე მოღვაწის ანდერძს, რომელიც ჟურნალში "განათლება" 1912 წელს გამოქვეყნდა.
მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ რთულია, საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციო, თუმცა ჩვენს ქალაქში ვიღაცები ამას ნამდვილად ახერხებენ. მარიამ ხუბულური და ნინო სამადალაშვილიც სწორედ ასეთები არიან.
ავტორი: თამარ უთნელიშვილი
მინდა, მარადიულ პრობლემაზე გესაუბროთ, ისეთზე, ყველა დროის ყველა თაობას რომ აწუხებს, უფრო სწორად, ახასიათებს და იმდენად მარადიულია, რომ პრობლემას კრებითი სახელი, “თაობათა ბრძოლაც“ კი შეარქვეს. ამ პრობლემაზე, რასაკვირველია, ყოველთვის არსებობდა ცალკეული პიროვნებების აზრები. ჩემი მოსაზრებაც, ეგებ, წაადგეს ვინმეს. მაშ ასე:
ავტორი: თამარა შოშიტაშვილი (ფოტომოყვარული)
შეუძლებელია, უბრალოდ აიღო კამერა და გადაიღო კარგი ფოტო შთაგონების, იდეის გარეშე. სასურველი კადრის მისაღებად, როგორც საკუთარ თავზე მუშაობა, ასევე გარემოს შესწავლაა აუცილებელი. ხშირად ვფიქრობ, რომ სწორედ საკუთარი ყოველდღიურობით უნდა დავიწყოთ და სადღაც შორეულ ადგილებსა და ქვეყნებში არ უნდა გავრბოდეთ გადასაღებად.
- სად შევიკრიბოთ?
- თეატრის ეზოში“
მსგავსი დიალოგი ალბათ არც ერთ ჩვენგანს ეუცხოება, რადგან გორის თეატრთან მეგობრების, ახლობლების ნახვა ამ ქალაქში ჩვეულებრივი ამბავია. ამბობენ, რომ ბოლო წლებში, ადამიანები დროის გასაყვანად და თავის შესაქცევად არა მარტო თეატრის ეზოს, არამედ თავად თეატრსაც ხშირად სტუმრობენ. თუმცა, ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებთ. რამდენიმე სიტყვის თქმა უშუალოდ გორის თეატრის შენობაზე გვინდა.
იყო პერიოდი, როცა კაცები ქალებს სუფრებიდანვე იტაცედნენ და სახლში ცოლებად ისვამდნენ. ვიღაცების გონებას და ბუნებას ეს ამბავი დღემდე რომ არ ეხამუშება, ახლა ამაზე არ მოვყვები. ლაპარაკს იმ შენობაზე ვაპირებ, რომელმაც ეს პერიოდიც გამოიარა და მერე, ათობით წელი, თავშეკავებული წყვილების პაემნებს და სასმლით გამთბარი უსახლ-კარო ადამიანების ღია ცის ქვეშ გატარებულ ღამეებსაც თავზე ადგა. მოკლედ, ლაპარაკი ამილახვრების სასახლეზეა.