ახალი ამბები

ატენში ცენტრალური ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 23-მეტრიანი ცენტრალური ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გორის საკრებულოში ატენის დეპუტატის, შოთა ვანიშვილის თქმით, ხიდის რეაბილიტაცია 6 თვეში დასრულდება.

“ხიდი არის დაზიანებული. ბურჯი ძირზე აღარ ედებოდა, რაც სასწრაფოდ შეკეთებას საჭიროებდა. ხიდის სიგრძე 23 მეტრია, სიგანე 11 მეტრამდე. ამის რეაბილიტაცია 6 თვეში უნდა დასრულდეს. შეკეთების პროცესში ავტომობილების გადაადგილება არ შეფერხდება”, – ამბობს შოთა ვანიშვილი

ხიდის რეაბილიტაციაზე 595 000 ლარი დაიხარჯება. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.