ახალი ამბები

გორის მერიას და საკრებულოს კარალეთის წარმომადგენლის ვინაობა საიტებზე არასწორად უწერია

კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ზურაბ მურადაშვილი დაინიშნა, თუმცა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საიტებზე კვლავ ძველი წარმომადგენლების ვინაობაა მითითებული. 

კონკრეტულად კი, საკრებულოს ვებ-გვერდის (gori.mun.gov.ge) მიხედვით, მერის წარმომადგენელი აღნიშნულ თემში იოსებ ჩალაურია; გორის მერიის საიტის (goris.gov.ge) თანახმად კი – ჰამლეტ პეტუაშვილი. 

როგორც ჩანს, ადგილობრივ აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს საიტებზე ცვლილებები წელს აღარ შეუტანიათ, რადგან კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგელის პოზიცია იოსებ ჩალაურმა 2019 წლის შემოდგომით დატოვა. 2020 წლის თებერვალში კი ის ჰამლეტ პეტუაშვილმა ჩაანაცვლა. ერთი წლის შემდეგ მერის წარმომადგენელი კარალეთის თემში ისევ შეცვალა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.