ახალი ამბები

გორის მერმა “ქართული ოცნების” ზონის კოორდინატორი კარალეთის წარმომადგენლად დანიშნა

გორის მერის წარმომადგენელი კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ისევ შეიცვალა.

ამჯერად, კონსტანტინე თავზარაშვილმა ამ პოზიციაზე “ქართული ოცნების” ყოფილი ზონის უფროსი, ზურაბ მურადაშვილი დანიშნა. 

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, ეს პიროვნება 2018 წლამდე გორის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოშიც იყო დასაქმებული. მას შემდეგ, რაც შსს-მ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით დააკავა, შემდეგ კი სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაანთავისუფლა, ხელშეკრულება მერიის ა(ა)იპ-მა აღარ გაუფორმა.

ბოლო წლების განმავლობაში, მურადაშვილი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში, თუმცა საჯარო სექტორში მუშაობის გაგრძელების საშუალება მხოლოდ 3-წლიანი პაუზის შემდეგ მიეცა. 

ინფორმაციისთვის, კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერმა წარმომადგენელი ბოლო წლებში რამდენჯერმე შეცვალა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.