ახალი ამბები

საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება

გორში საზაფხულო ბაღები იმუშავებს.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივლისს დაიწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციისთვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადეგენლმა განცხადება უნდა დაწეროს.

“მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უნდა მობრძანდეს სააგენტოში, რომლის მისამართია (სტალინის N16 და დაწეროს განცხადება”, – განმარტავენ სააგენტოში.

2021 წლის ზაფხულში, აღსაზრდელები სიარულს N13 და N17 ბაგა–ბაღებში შეძლებენ. საზაფხულო ბაღები ბავშვებს 26 ივლისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით მოემსახურება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.