ახალი ამბები

ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენცია – შეხვედრა გორის უნივერსიტეტში 

“ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენცია განათლების გზით” , – ეს იყო თემა, რომელზეც გორის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულებს, სტუდენტებსა და პროფესორებს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი და მედია ექსპერტი, ნათია კუპრაშვილი ესაუბრა. 

მისი თქმით, ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენები იმის თვალსაჩინო მაგალითია, რომ ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ იმაზე, თუ რა არის ძალადობრივი ექტრემიზმი და რა რესურსები შეიძლება დავუპირისპიროთ რადიკალიზაციას და ტერორიზმს. 

“ჩვენ წარმოვადგინეთ სასწავლო რესურსები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ინტერდისციპლინური მოდულებისთვის. პირველი შინაარსობრივი ინტერვენცია რას გვაქვს, ეს არის ძალადობრივი ექსტრემიზმის და ტერორიზმის მიმართულებით, თუმცა ჩვენი აქცენტი ჩვენი ორგანიზაციის პროფილიდან გამომდინარე, არის ჟურნალისტიკა და მასკომუნიკაცია. ამ შეახვედრაზე სხვადასხვა პროფილის წარმომადგენელი იყო, რომელბმაც შეიძლება თავის მოდულში გაითვალისწინოს, როგორც ტექსტური რესურსები, რომლებიც გავაცანით, ისე ვიდეო რესურსები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საგანმანათლებლო რესურსი დავაგროვეთ საუნივერსიტეტო სწავლებისთვის”, – ამბობს ნათია კუპრაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.