ახალი ამბები

გორში პოლიციამ დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც მათ სახელი და გვარი არ უთხრა

გორში, პოლიციამ მე-11 კლასის მოსწავლე იმიტომ დააკავა, რომ მან სამართალდამცავებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ წარუდგინა.

“სტალინის გამზირზე, ნასვამი ლ.ყ არღვევდა პირბადის ტარების წესებს; მან უარი განუცხადა პოლიციის თანამშრომლებს თვითიდენტიფიცირებაზე” , – ვკითხულობთ საქმის მასალებში.

აღნიშნული მიზეზით, პოლიციამ იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა სასამართლომ საქმე იმავე დღეს განიხილა და არასრულწლოვანი დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

“საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას საპატრულო პოლიციამ  ითხოვა ლ.ყ-ს დამრღვევად ცნობა და განმარტა, რომ იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, დაესახელებინა სახელი, გვარი და სხვა მაიდენტიფიცერებელი მონაცემები” , – განმარტავს სასამართლო.

აღნიშნული არგუმენტის მიუხედავად, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა სამართალდარღვევა საქმეში ვერ დაინახა, რის გამოც, არასრულწლოვანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.