ახალი ამბები

​გორის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი სამუშაო საათებში ჟურნალისტების ლანძღვით არის დაკავებული

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე დავით დარბაიძე სამუშაო საათებში, სოციალურ ქსელში ჟურნალისტების შეურაცხყოფით არის დაკავებული.

“ტრაგედია ის კი არ არის, ამ სიტყვებით რომ მომიხსენიებთ და მტრობთ. უბედურება ჩემთვის ის იქნებოდა, თქვენისთანა კაცმაცუნა მარიონეტებს კარგი რომ დასცდენოდათ ჩემზე… მეორე დღეა და 41 -ზე მეტი მოწონება რომ არ აქვს ამ თქვენს, ამ ,,მართალ” პოსტს, ესეც მეტყველებს თქვენს იდეალურობაზე!” , – ასე პასუხობს დავით დარბაიძე მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი ახალკაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული პიროვნება ჩართულია გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციის მიზნით დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში.

კომენტარის დაწერის დროს რომ დარბაიძე სამსახურში იმყოფებოდა, ამას ადასტურებს სააგენტოს ხელმძღვანელი გელა კაპანაძეც.

“მითხრა, რომ საღამოს საათებში აკომენტარებდა” , – განაცხადა კაპანაძემ და დაგვპირდა, რომ იმ შეურაცხმყოფელ კომენტარს, რომელიც დარბაიძემ სამუშაო საათებში გაავრცელა სოციალური ქსელის საშუალებით, აუცილებლად ნახავდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.