ახალი ამბები

გორელ სტუდენტებს და ლექტორებს ვაქცინაციას სექტემბრამდე ურჩევენ

გორის უნივერსიტეტი სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში თვლიან, რომ ზაფხულის არდადეგები საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ამ ნაბიჯით უსაფრთხო გარემოს შექმნაში თითოეულმა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანოს. გორის უნივერსიტეტის შეფასებით, ივლისი-აგვისტოს თვეებში თუ კი მაქსიმალურად მოხდება სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების ვაქცინაცია, შემოდგომიდან სასწვალო წელი ამ მხრივ შედარებით უსაფრთხო გარემოში განახლდება.

“ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კოლეგებისა და სტუდენტებისათვის უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და უპირველესი საზრუნავია. უნივერსიტეტის პერსონალის გარკვეული ნაწილი უკვე ვაქცინირებულია, თუმცა უნივერსიტეტი მოუწოდებს თანამშრომლებს და სტუდენტებს, გამოიყენონ შესაძლებლობა და 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემია”, – განმარტავენ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.