ახალი ამბები

აჭარაში გამართული ფესტივალიდან დაბრუნებულ 3 გორელ მოზარდს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორში 3 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც გაირკვა, ისინი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ აჭარიდან, სადაც ქართული ცეკვების ფესტივალში მონაწილეობდნენ.

ამ დროისთვის, სწრაფი ტესტი უტარდებათ ანსამბლის სხვა წევრებს და მშობლებსაც.

კოვიფინფიცირებული მოზარდები მკურნალობას სამედიცინო ცენტრში გადიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.