ახალი ამბები

„ლელო”: გორის მუნიციპალიტეტში 1 100 რეგისტრირებული ამომრჩეველი გვყავს

პარტიას “ლელო საქართველოსთვის” გორის მუნიციპალიტეტში 1 100 რეგისტრირებული ამომრჩეველი ჰყავს. ამის შესახებ, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა გორში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 100 ამომრჩეველი გვყავს. აქედან, გორში ადგილობრივი ორგანიზაციის დაფუძნებისთვის საჭიროა 110 წევრის ყოლა. დღეისთვის, გორში ფიქსირდება 142 რეგისტრირებული წევრი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფუძნოთ ადგილობრივი ორგანიზაცია” , – განაცხადა მედეა მეტრეველმა.

სწორედ ორგანიზაციის დაფუძნების მიზნით, გაიმართა გორში “ლელოს” ამომრჩეველთან შეხვედრა. პარტიამ გორის ორგანიზაციის გამგეობის წევრობის 7 კანდიდატი წარადგინა, რომელსაც კენჭისყრით აირჩევენ პარტიის წევრები.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.