ახალი ამბები

ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების წარმოება – გორელ მოსწავლეს ბიზნესიდეა დაუფინანსდა

გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეს მიშო აბრამიძის ბიზნესიდეა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუფინანსა.

აბრამიძის სურვილს, დაამზადოს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები, რეალობად აქცევს ChildFund Deutschland-ის პროექტი “სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით”. მისმა ბიზნესიდეამ კონკურენცია გაუწია საქართველოს მასშტაბით არსებულ 40 საჯარო სკოლას.

“ვგეგმავ, რომ ჩემ მიერ შექმნილი პროდუქცია, საწყის ეტაპზე გავყიდო ონლაინ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი იდეა მომგებიანი აღმოჩნდება, გავაკეთო მაღაზია, სადაც დავასაქმებ შშმ პირებსაც. ასევე, ამ სივრცეში ჩემს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, სასურველი სათამაშო შეღებონ საკუთარი სურვილის მიხედვით. ამასთან ერთად, ჩემი მიზანია, მოგების ნაწილი, მოვახმარო გარემოსდაცვით სამუშაოებს, როგორიცაა დასუფთავების აქციებზე საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა და ა. შ” , – ამბობს მიშო აბრამიძე.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის იდეა ჰქონდა გორის N12 საჯარო სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს. ნუცა შუღლიაშვილს აღნიშნული პროექტი დაეხმარება ეკოჩანთების ბიზნესის განვითარებაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.